საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა იამაიკა დაამარცხა

AutoSharing Option
22 მარტს საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა პულში, პირველივე მატჩში იამაიკა დაამარცხა.

მატჩი თბილისის დროით 12:22 წუთზე დაიწყო. შეხვედრის პირველ ნახევარში ირაკლი მაჩხანელმა ორი ბრწყინვალე ლელო დადო ფრთიდან (1:25 და 3:21 წთ.). ტაიმის დასასრულამდე წამები რჩებოდა, როდესაც თედო ზიბზიბაძემ შეიტანა ბურთი იამაიკელთა ლელოში და ანგარიში 15-0 გახადა.

მეორე ტაიმის დებიუტში ვიტო კოლელიშვილმა პირველად - 1:30 წუთზე, ხოლო მეორედ კი - 4:01 წუთზე დაამწუხრა იამაიკელები.

მეტოქეებმა მხოლოდ სამი ლელოსა და ერთი გარდასახვის გატანა მოახერხეს, რის შედეგადაც მატჩი 7-კაცა "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით - 27-17 დასრულდა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრები სამი ქულით ლიდერობს პულს.

შემდეგ მატჩში ქართველი 7-კაცელები ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი გაიმართება 23 მარტს, დილის 05:22 საათზე.

rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაიხარეტ
gaixaret
07:00 23-03-2013
0
ყოჩაღ, 7-კაცა!
Georgi
16:25 22-03-2013
0

სიახლეები პოპულარული