მორაგბეებმა ქართული სპორტის მუზეუმს ანთიმოზ ივერიელისა და ერთა თასი გადასცეს

AutoSharing Option
29 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი და ნაკრების წევრი ლაშა ხმალაძე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მდებარე ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ.

მაჩხანელმა და ხმალაძემ ქართული სპორტის მუზეუმს ანთიმოზ ივერიელისა და ერთა თასის გამარჯვებულისთვის კუთვნილი თასები გადასცეს. ორივე თასი მუზეუმში მომავალი სეზონის დასრულებამდე დარჩება.

ანთიმოზ ივერიელის თასი რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის თამაშდება და ამ გუნდების დაპირისპირების შემდეგ გამარჯვებულ ნაკრებს თავის ქვეყანაში ერთი წლით მიაქვს, ვიდრე ქართულ-რუმინული შერკინება კიდევ ერთხელ შედგება და მორაგბეები საუკეთესოს გამოავლენენ.

ერთა თასი კი ტურნირის
გამარჯვებულს შეჯიბრების მეორე ეტაპის დასრულებამდე გადაეცემა.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული