შეჯიბრებაში საფრანგეთისა და სხვადასხვა ქვეყნის სარაგბო კლუბების საფესტივალო ასაკის გუნდები იღებენ მონაწილეობას.
ამ ტურნირში სისტემატურად ასპარეზობს წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლის რაგბის კლუბი "მერანი", რომელმაც წლეულს ორი ასაკობრივი გუნდი, 11 და 13- წლამდელები მიავლინა ტურნირზე.
აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრებაში "მერანს" წინა წლებში პირველი ადგილი აქვს დაკავებული.
ტურნირზე "მერანის" საგულშემატკივროდ საფრანგეთში მოასპარეზე ქართველი მორაგბეები, ილია ზედგინიძე, ალექსანდრე მჭედლიშვილი, ლევან
ტურნირის ჯგუფური ეტაპის შედეგებით, მერანელების ორივე გუნდი უპრობლემოდ გადიოდა ნახევარფინალში და, შესაბამისად, ტურნირის მოგების შანსიც ჰქონდა. აღსანიშნავია, 13-წლამდელთა გამარჯვება მასპინძელ გუნდთან.
მერანელების საფინალო მატჩები ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა. თამაშის მსვლელობისას დაიწყო წვიმა, რომელსაც მალევე ელვა და ჭექაქუხილი მოჰყვა, რის გამოც ორივე მატჩი შეწყდა.
საფრანგეთში მოქმედი სარაგბო რეგულაციით, ელვის დროს მიმდინარე მატჩი წყდება. ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გუნდების მიერ შეჯიბრების მსვლელობისას მიღებული ქულები და ბურთების შეფარდება დათვალეს, რომლის შედეგად გამარჯვება ფრანგებს მიენიჭათ, ხოლო მერანელებმა მეორე ადგილი დაიკავეს ორივე ასაკობრივ ჯგუფში.
ისინი "კლერმონის" მოთამაშემ, კანადის ნაკრების მეორეხაზელმა ჯიმი კუდმორმა დააჯილდოვა.
რაგბის კავშირის პრესსამსახური
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"