სარაგბო კლუბ "მერანის" წარმატება საფრანგეთში

AutoSharing Option
8-9 ივლისს, საფრანგეთის საკურორტო ქალაქ კანთან ახლოს მდებარე დაბა მონდელიუში გაიმართა ყოველწლიური სარაგბო ტურნირი, რომელსაც ადგილობრივი სარაგბო კლუბი "ვალ დე სიენი" ატარებს.

შეჯიბრებაში საფრანგეთისა და სხვადასხვა ქვეყნის სარაგბო კლუბების საფესტივალო ასაკის გუნდები იღებენ მონაწილეობას.

ამ ტურნირში სისტემატურად ასპარეზობს წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლის რაგბის კლუბი "მერანი", რომელმაც წლეულს ორი ასაკობრივი გუნდი, 11 და 13- წლამდელები მიავლინა ტურნირზე.

აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრებაში "მერანს" წინა წლებში პირველი ადგილი აქვს დაკავებული.

ტურნირზე "მერანის" საგულშემატკივროდ საფრანგეთში მოასპარეზე ქართველი მორაგბეები, ილია ზედგინიძე, ალექსანდრე მჭედლიშვილი, ლევან
ღვაბერიძე, ბექა ურჯუკაშვილი და თენგიზ გელანტია ჩავიდნენ, რამაც პატარა ქართველ მორაგბეებს მოტივაცია კიდევ უფრო გაუზარდა.

ტურნირის ჯგუფური ეტაპის შედეგებით, მერანელების ორივე გუნდი უპრობლემოდ გადიოდა ნახევარფინალში და, შესაბამისად, ტურნირის მოგების შანსიც ჰქონდა. აღსანიშნავია, 13-წლამდელთა გამარჯვება მასპინძელ გუნდთან.

მერანელების საფინალო მატჩები ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა. თამაშის მსვლელობისას დაიწყო წვიმა, რომელსაც მალევე ელვა და ჭექაქუხილი მოჰყვა, რის გამოც ორივე მატჩი შეწყდა.

საფრანგეთში მოქმედი სარაგბო რეგულაციით, ელვის დროს მიმდინარე მატჩი წყდება. ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გუნდების მიერ შეჯიბრების მსვლელობისას მიღებული ქულები და ბურთების შეფარდება დათვალეს, რომლის შედეგად გამარჯვება ფრანგებს მიენიჭათ, ხოლო მერანელებმა მეორე ადგილი დაიკავეს ორივე ასაკობრივ ჯგუფში.

ისინი "კლერმონის" მოთამაშემ, კანადის ნაკრების მეორეხაზელმა ჯიმი კუდმორმა დააჯილდოვა.

რაგბის კავშირის პრესსამსახური
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სად ვარჯიშობთ?
demur
16:13 13-10-2013
0
სად ვარჯიშობთ ის მაინტერესებს?
demur
16:13 13-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული