ვოლაბები სამოათი დაიწყებენ

AutoSharing Option
2011 წლის მსოფლიოს თასისთვის მზადებას ავსტრალიის ნაკრები სამოას ეროვნულ გუნდთან მატჩით დაიწყებს. თამაში ტესტებისთვის უჩვეულო დროს, 17 ივლისს სიდნეიში გაიმართება.

"სამოას ნაკრები A ჯგუფში "ოლ ბლექსთან" ერთადაა. ნოემბრის ტესტებზე სამოელებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ ნებისმიერ გუნდს გაუწიონ ღირსეული წინააღმდეგობა. ამ გუნდის მოთამაშეთა უმრავლესობა როგორც ევროპაში, ისე სამხრეთ ნახევარსფეროში მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ.

ამდენად, მსოფლიოს თასის წინ, მათთან ტესტ მატჩის გამართვა ჩვენი გუნდისთვის, ვფიქრობ, სასარგებლო იქნება", - თქვა "ვოლაბების" მთავარმა მწვრთნელმა რობი დინსმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული