საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის პირველი კანდიდატის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი გოჩა სვანიძე იქნება, - ამის შესახებ "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

კლუბ "ლელოს" დამაარსებლის, ბათუ კევლიშვილის განცხადებით, ქართული რაგბის წამყვან კლუბებთან, ასევე, ვეტერან მორაგბეებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი სწორედ გოჩა სვანიძე ყოფილიყო, რომელიც დღემდე რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეა.

ბათუ კევლიშვილმა მადლობა გადაუხადა რაგბის კავშირის ყოფილ პრეზიდენტს, გია ნიჟარაძეს გაწეული სამუშაოსთვის. მან პრეზიდენტობის კანდიდატს, გოჩა სვანიძეს გია ნიჟარაძის დაწყებული საქმის ღირსეული გაგრძელება უსურვა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნები 2016 წლის 24 იანვარს გაიმართება.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 32 /
გიო, შენ ეტყობა სვანიძემ მაგრად დაგჩაგრა, უწესო კაცი არ არის და თუ სამართლებრივად წააგე, არსუშავს, წაგება და მოგება ძმები არიან
Gakvirvebuli
30 დეკემბერი 2015 21:23
0
შენ ძმაო პირადი ბოღმა გაქვს ეტყობა, თორემ გოჩა სვანიძე საკმაოდ დადებითი პიროვნებაა და ზუსტად რასაც ხელი მოკიდა ყველა საქმე გააკეთა და მომავალშიც გააკეთებს. მორაგბეები ყველა ძალინ გახარებულია ამ ნაბიჯით, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. ისე ტუ რამე პრეტენზია გაქვს, აქ კი ნუ წერ, იქ ფედერაციაში მიდი და სენი სათქმელი იქ თქვი.
Gios
30 დეკემბერი 2015 21:20
0
გოჩა სვანიძეს პირადად ვიცნობ, როგორც ადვოკატს და მაშინაც ხშირად ვსაუბრობდით რაგბზე.

გული მწყდება ბატონ გიაზე, მაგრამ თუ გოჩა, მისი რეკომენდირებული კანდიდატურაა ორმაგად ვენდობი.

იმედია ამ შემთხვევაში გია ნიჟარაძე, საერთაშორისო სარაგბო სტრუქტურებში დაიმკვიდრებს ადგილს.
პანტელეიმონი
30 დეკემბერი 2015 19:14
0
Jer gaiget da mere dappstet–ს ძალიან ცოტას ნიშნავს, რომ თურმე რაგბს თამაშობდა. ნანახი მყავს ეს კაცი ძალიან ბევრჯერ სხვადასხვა გარემოში და ეჭვი კი არ მეპარება რომ რამის გამკეთებელია, ზუსტად ვიცი რომ რაც გაკეთებულია იმის გამფუჭებელია ... მართლა ჯერ გაიგე და მერე იმსჯელეთ ბატონებო ...


გიო
30 დეკემბერი 2015 19:10
0
გოჩა ყოფილი რაგბისტია. ის, რომ გამგეობის თავმჯდომარე არის იმას ნიშნავს, რომ ნიჟარაძის გუნდის წევრია. ეს კარგია, რადგან წინა პრეზიდენტის საქმეს გააგრძელებს. შემდგომი 3-4 წლის თავზე უნდა მოხერხდეს ჩვენი რაგბის მაქსიმალური ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში (სანაკრებო და საკლუბო დონეებზე). იმედია გოჩა სვანიძე ამ მიმართულებას არ გადაუხვევს. სასურველია, რომ ნიჟარაძე ახლოს იყოს იაერთაშორისო საქმეებთან და თავისი კონტაქტები გამოიყენოს.
gogig
30 დეკემბერი 2015 18:57
0
სვანიძის გამრჯვების შემთხვევაში ნიჟარაძე არსად წავა რაგბიდან. ეს 100 პროცენტით ვიცი.
noragbe
30 დეკემბერი 2015 18:44
0
აბუს ჯერ ლაპარაკი ასწავლეთ მერე საქმის კეთება და შემდეგ დააყენოს კანდიდატათ თავი.
sopo
30 დეკემბერი 2015 18:31
0
დამცკდა გულს რომ ნიჯარაძე არ იკნება,კარგად უძგვებოდა საკმეს,ფართო კავშირები კონდა რაგბის სამკაროში, პატივს სცემდნენ,კარგი ორგანიზატორი იკო და რაც მთავარია მთელი გულით უძგვებოდა ამ საკმეს
ალეკსანდრე
30 დეკემბერი 2015 18:26
0
ნიჟარაძე გაწევრიანდი ძმურად ოცნებაში და დარჩი პრეზიდენტად თორე დაღუპავენ ესენი რაგბის
kote
30 დეკემბერი 2015 18:24
0
სანამ ადვოკატი გახდებოდა რაგბს თამაშობდა და საერთოდ როცა არ იცით წაიკითხეთ . გაიკითხეთ. უყურეთ სრულყოფილად პრესკონფერენციას. მოსმინეთ ნიჟარაძის გამოსვლა და მერე წერეთ . შთაბეშდილება მრჩება რომ ვიღაცა ძალით გაწერინებთ
Jer gaiget da mere dappstet
30 დეკემბერი 2015 18:23
0

სიახლეები პოპულარული