შვიდი ქართველი სამხრეთ აფრიკაში

AutoSharing Option
ახლახან საქართველოს რაგბის კავშირსა და სამხრეთ აფრიკის ვესტერნ პროვანსის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის პირობა პერსპექტიული ახალგაზრდა მორაგბეების სტელენბოშის სარაგბო აკადემიაში სტაჟირებაზე მივლინებაა.

ხვალ სამხრეთ აფრიკაში ახალგაზრდა მორაგბეების პირველი ჯგუფი გაემგზავრება. საქართველოს თვრამეტწლამდელთა ნაკრების წევრები ლაშა ლომიძე, ლევან გოგოლაშვილი, მერაბ შარიქაძე (სამივე-აკადემია), სანდრო ქოიავა, გოდერძი ჭინჭარაული (ორივე-ლელო), ზურაბ ძნელაძე (აია) და გიგა გაგოშვილი (შევარდენი) იქ თვენახევარს დაჰყოფენ და სამხრეთაფრიკელი სპეციალისტების მეთვალყურეობით ივარჯიშებენ.

ამათ გარდა, სტაჟირებაზე გაემგზავრება მსაჯი უჩა ნარიმანიძე და ახალგაზრდა მწვრთნელი ლადო კილასონია.
შეგახსენებთ, რომ
სტელენბოშში აპრილში საქართველოს A ნაკრები იმყოფებოდა. ხელშეკრულების თანახმად, ჩვენი გუნდი წლეულს ნოემბრის ბოლოს კიდევ ერთხელ უნდა ესტუმროს სამხრეთ აფრიკას. მომავალი წლის გაზაფხულზე კი სტელენბოშელი სპეციალისტები საქართველოს ეწვევიან სემინარების ჩასატარებლად.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული