ქართულ-რუმინულ-უკრაინული შტორმი შავ ზღვაზე

AutoSharing Option
24 აგვისტოს თბილისში დაიწყება შავის ზღვის თასის გათამაშება, რომელშიც საქართველოს, რუმინეთისა და უკრაინის ორ-ორი გუნდი იასპარეზებს. საქართველოს ამ ტურნირზე შარშანდელი ჩემპიონი, თბილისის "ლელო" და ვიცე-ჩემპიონი "ბათუმი XV" წარმოადგენენ. ბათუმელთა გუნდს ყოფილი თავკაცი ლევან მგელაძე უხელმძღვანელებს. "ლელოს" კი, ცხადია, ლევან მაისაშვილი დამოძღვრავს.
რუმინელებმა შავის ზღვის თასის პირველ გათამაშებაში საასპარეზოდ "არადი" და "ბუქარესტი" გამოაგზავნეს. "არადი" რუმინეთის წლევანდელ ჩემპიონატში A ჯგუფში ასპარეზობდა. ათი შეხვედრიდან ექვსი მოიგო, ოთხი წააგო, მესამე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში გააღწია.

ამავე ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა "ბუქარესტმა", რომელსაც ხუთ-ხუთი მოგება-წაგება

დაუგროვდა. ბუქარესტელები ჩემპიონატის მეორე ეტაპიდან უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 12 გუნდი ორ ჯგუფშია განაწილებული. ქართველი მორაგბეების, ბიძინა სამხარაძის, კახაბერ უჩავას, ლაშა თავართქილაძის, ირაკლი ნატრიაშვილისა და ოთარ ტურაშვილის "ფარული" B ჯგუფში ასპარეზობს. ჩვენებურთა გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ასევე ჩემპიონობითვის განაგრძობს ბრძოლას.
ორი საუკეთესო გუნდი გვეწვევა უკრაინიდან. ქვეყნის ჩემპიონი "ხარკოვი", რომელიც, ფაქტობრივად, უკრაინის ნაკრებია და ოდესის "კრედო 63".

შავი ზღვის თასის გათამაშების ფორმატი ასეთია. ექვსი გუნდი ორ ჯგუფშია განაწილებული. ისინი ერთმანეთს თითოჯერ შეხვდებიან. ჯგუფებში პირველ ადგილზე გასულები შავი ზღვის თასისთვის ფინალში ითამაშებენ. მეორეადგილოსნები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ. ბოლო ადგილზე გასული გუნდების სამიზნე კი მეხუთე ადგილი იქნება.

A ჯგუფი: ლელო, ხარკოვი, ბუქარესტი
B ჯგუფი: ბათუმი XV, არადი, კრედო 63

24 აგვისტო: ლელო-ხარკოვი, ბათუმი XV-არადი
28 აგვისტო: ბუქარესტი-ხარკოვი, კრედო 63-არადი
1 სექტემბერი: ლელო-ბუქარესტი, ბათუმი XV-კრედო 63
4 სექტემბერი: მატჩი V ადგილისთვის,
5 სექტემბერი: მატჩი III ადგილისთვის, ფინალი

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი გოგოა შოუ, ლამაზი.
rezo
18:02 15-02-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული