სამხრეთ აფრიკის ნაკრების თავკაცის პიტერ დე ფილიერსის სახელი საგაზეთო ფურცლებიდან არ ჩამოდის. მსოფლიოსა და სამი ერის ჩემპიონმა წლევანდელ გათამაშებაში სამიდან სამივე თამაში წააგო, რასაც დე ფილიერსის საკმაოდ მწვავე, კრიტიკული განცხადებები მოჰყვა არბიტრების მისამართით.
ყოველივე ამან, ცხადია, უკურეაქცია გამოიწვია და "ბოკეს" თავკაცი, დამცინავი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მას, როგორც მოსალოდენლი იყო, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი გამოექომაგა. დე ფილიერსი დღეს უნდა შეხვდეს რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს, რომლებიც სამი წაგებული მატჩის შესახებ იმსჯელებენ.
"სამი ერის წლევანდელი გათამაშება ცუდად დავიწყეთ, მაგრამ, სანამ გვიან არაა, ვითარება უნდა
გამოვაწსოროთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ პიტერ დე ეფილიერსს, ვენდობით მას. შეხვედრაზე ვიმსჯელებთ, რა ვერ გაკეთდა სათანადოდ და უნდა დავსახოთ გეგმა, როგორ განვაგრძოთ მუშაობა, რატა გუნდმა პროგრესი განიცადოს." - თქვა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ორეგენ ხოსკინსმა.