ტრავმის გამო "კივებს" ცხრა ნომერი ჯიმი ქოუანი დააკლდებათ. მან "ვოლაბებთან" მატჩში ნეკნი გაიტეხა და, სავარაუდოდ, წლეულს სამი ერის გათამაშებაში ვეღარ გამოვა. მას ქრაისთჩერჩში, ცხადია, პირი ვიპუ შეცვლის. სათადარიგოებში კი გრემ ჰენრი ალბი მეთიუსონს დასვამს.
ავსტრალიის ნაკრები მელბურნში რობ ჰორნს მოისაკლისებს. საეჭვო იყო წითელი ბარათით გაძევებული დრიუ მიტჩელის თამაშიც. თუმცა სანზარ-ის სადისციპლინო კომიტეტმა მას დისკვალიფიკაცია არ მისცა.