"ბოკეს" თავკაცმა პიტერ დე ფილიერსმა "ვოლაბებთან" სათამაშოდ ძირითად შემადგენლობაში სამი დებიუტანტი დააყენა. ესენია, მორკინალები დინ ხრილინგი, ვერნერ კრუხერი და ეშლი ჯონსონი. მეოთხე ახალბედა, უკანახაზელი ჩარლი მაკლოიდი კი სათადარიგოთა სკამზე დასვა და, გამორიცხული, არაა ეროვნულ ნაკრებში პირველი კეპი ერთბაშად ოთხმა მორაგბემ მოიპოვოს.
გამოცდილთაგან ძირითად შემადგენლობაში არიან 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში გამარჯვებულები, კაპიტანი ჯონ სმიტი, შუამარბი ვინანდ ულიფიე, ცხრა ნომერი რუნ პინარი, მეორეხაზელი იონ
"ახალბედებმა ზე რაგბის გათამაშებაში შესანიშნავად ითამაშეს და ახლა მათ ბრწყინვალე შანსი აქვთ, თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინონ." - თქვა პიტერ
დეფილიერსმა.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთაფრიკელთა კაპიტანი ჯონ სმიტი შაბათს ნაკრებში 103-ე შეხვედრას ჩაატარებს.
სამხრეთ აფრიკა: 15. ხიო ეპლონი, 14. ბიორნ ბესონი, 13. იან დე იონგი, 12. ვინანდ ულიფიე, 11. ლვაზი მვოვო, 10. მორნი სტეინი, 9. რუან პინაარი. 1. დინ ხრილინგი, 2. ჯონ სმიტი, 3. ვერნერ კრუხერი, 4. ფილიპ ფან დერ მერვე, 5. იონ მულერი, 6. დეონ სტიგმანი, 7. დენი როსუ, 8. ეშლი ჯონსონი.
16. ჩილიბოი რელეპელე, 17. სი ჯეი ფან დერ ლინდე, 18. ალისტერ ჰარგრეივსი, 19. იან დეისელი, 20. ჩარლი მაკლოიდი, 21. ადრიან იაკობსი, 22. პატრიკ ლამბიე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"