დინსმა გიტო ნაკრების მიღმა დატოვა

AutoSharing Option
ავსტრალიელთა ნაკრების მთავრმა მწვრთნელმა, რობი დინსმა, მას შემდეგ, რაც "ვოლაბებმა" სამოას ისტორიული გამარჯვება "აჩუქეს", გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადაახალისა.

სამოასთან მარცხის პირველი და ყველაზე სერიოზული მსხვერპლი შუამარბი მეთ გიტო გამოდგა, რომელიც დინსმა სამხრეთ აფრიკასთან მატჩში 22-კაციან განაცხადში არ შეიყვანა.

"ვოლაბების" უკანა ხაზი "ბოეკს" მთლიანად სახეშეცვლილი დაუხვდება. დინსმა ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა, ზე რაგბის გათამაშებაში ბრისბენის "რედსის" გამარჯვების შემომქმედნი, ცხრა ნომერი ვილი გენია და მგეზავი ქუადე კუპერი. უკანა ხაზში ითამაშებს ასევე ჯეიმზ ოკონორი. ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს ქართლი ბეილიმ, პეტ მაკკებიმ, ადამ-ეშლი კუპერმა და
დიგბი იონიმ.

შერკინების მეორეხაზში "რედსის" მორაგბეები ჯეიმზ ჰორვილი და რობ საიმოსნი ითამაშებენ. ნათან შარფმა სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა. დევიდ პოქოკი კი მესამე ხაზში ითამაშებს.

"ჩვენ საკმაოდ კარგი, მობილური და სწრაფი უკანა ხაზის მოთამაშეები გვყავს. თუმცა შემადგენლობის ოპტიმალური ვარიანტი მაინც მოსაძებნია. ამიტომ მეგაზავის და პირველი შუამარბის (N:12) პოზიციებზე ექპერიმენტს კიდევ ერთხელ ჩავატარებთ.

გიტო გუნდიდან არ გაგვიშვია. ის ჩვენთან ერთადაა და მას სამი ერის გათამაშებაში შანსი მიეცემა ახალ ზელანიდაში წამსვლელთა შორის ადგილის დასაკავებლად იბრძოლოს" - თქვა რობი დინსმა.

ამასობაში ავსტრალიური სარაგბო თემი ორშაბათს საღამოს მომხდარმა ტრაგედიამ შეძრწუნა. ავსტრალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩის შემდეგ სტადიონიდან შინ ავტომობილით მიმავალი 21 წლის მორაგბე ჰილი ეპლბი ავარიაში მოყვა და სხეულის მძიმე დაზიანებებით სავადმყოფოში მიიყვენეს.

ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ექიმებმა მის ნათესავებს მილიარდიდან ერთი გადარჩენის შანსი მისცეს. ამდენად ეპლბის მკურნალობა შეუწყვიტეს და ახალგაზრდა მორაგბე დაიღუპა.

ავსტრალიის ნაკრები: 15. ქართლი ბეილი, 14. ჯიმი ოკონორი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. პეტ მაკკები, 11. დიგბი იოანი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია. 1. სეკოპე კეპუ, 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერი, 4. რობ საიმონსი, 5. ჯეიმზ ჰორვილი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოქოკი, 8. ბენ მაკკალმენი.
16. საია ფაინგაა, 17. პეკ ქოუანი, 18. ნათან შარფი, 19. მეთ ჰოჯსონი, 20. სკოტ ჰიგინბოთამი, 21, ნიკ ფილიპსი, 22. ენტონი ფაინგაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული