ჰენრიმ შვიდი შეცვალა

AutoSharing Option
ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელისგან განსხვავებით "ოლ ბლექსის" მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ გუნდის შემადგენლობა შვიდი მორაგბით განაახლა.

ოუენ ფრენქსმა თავისი ძმა ბენი შეცვალა. შერკინების კვაჭად ისევ კევინ მეალამუ დაბრუნდა. მეორე ხაზში ალი ვილიამსს ბედ თორნი შეუწყვილდა. რვა ნომერი კი კირან რიდი იქნება.

უკანა ხაზში ცხრა ნომერზე ჰენრიმ პირი ვიპუს დაყენება გადაწყვიტა. გარემარბად დაბრუნდა სიტივენი სივივატუ.

"ავსტრალიის ნაკრებთან მატჩი გაციელბით რთული იქნება, ვიდრე ერთი კვირის წინათ სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირება იყო. ის ფაქტი, რომ ერთმანეთს მსოფლიოს რეიტინგში პირველ ორ საფეხურზე მყოფი გუნდები
ეთამაშებიან, თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. ამასთან, ეს შესხვედრა "ბლედისლოუს თასის" წლევანდელი სერიის პირველი მატჩია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, პირველ შეხვედრაში გამარჯვება ვის დარჩება" - თქვა გრემ ჰენრიმ.
ახალი ზელანდიის ნაკრების მგეზავი დენ კარტერი ამ მატჩში 82-ე კეპს მოიხვეჭს და ამ მაჩვენებლის მიხედვით საუკეთესო ახალზელანდიელთა ოთხეულს მიუახლოვდება. ყველაზე მეტი კეპი ამჟამინდელ კაპიტან რიჩი მაკქოუს აქვს და ფულბეკ მალილი მულიაინას აქვს - 96, ლეგენდარულმა შერკინების კვაჭმა შონ ფიცპატრიკმა 92 კეპი დააგროვა, კევინ მეალამუს აქტივში კი 83 კეპია.

ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. სიტივენი სივივატუ, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჰოსე გეარი, 10. დენ კარტერი, 9. პირი ვიპუ. 1. უაიტ კროკეტი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბრედ თორნი, 5. ალი ვილიამსი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი.
16. ენდრიუ ჰორი, 17. ბენ ფრენქსი, 18. სამუელ ვაითლოქი, 19. ადამ თომსონი, 20. ენდი ელისი, 21. კოლინ სლედი, 22. სონი ბილ ვილიამსი.

სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 5 ქულა, 2. ავსტრალია - 5, 3. სამ.აფრიკა - 0

6 აგვისტო
ახალი ზელანდია-ავსტრალია

13 აგვისტო
სამ.აფრიკა-ავსტრალია

20 აგვისტო
სამ-აფრიკა-ახალი ზელანდია

27 აგვისტო
ავსტრალია-ახალი ზელანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
There were no significant differences between the two groups with respect to the demographic outcomes how long do viagra last
burremia
08:04 28-02-2024
0

სიახლეები პოპულარული