შეგახსენებთ, რომ კუპერმა ორკვირიანი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა სამი ერის მატჩი ქრაისთჩერჩში ახალი ზელანდიის ნაკრებთან გამოტოვა და მატჩს ტრიბუნიდან ადევნა თვალი.
"ძალიან ძნელი, როცა ტრიბუნაზე ზიხარ და თანაგუნდელებს იქიდან უყურებ, ვერაფრით ეხმარები. თანაც ახალი ზალანდიის ნაკრებთან, რომელიც ჩვენი ყველზე პრინციპული მეტოქეა. ძალიან მინდა, მათ წინააღმდეგ ვითამაშო, მაგრამ ფატალურად არ მიმართლებს. ვერაფრით შევძელი, "კივებთან" ძალა მოვსინჯო" - თქვა მან.
ახალ ზელანდიაში დაბადებული
"პირობას გაძლევთ, სამხრეთ აფრიკასთან მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. პირველი მატჩი გაიმართება 28 აგვისტოს პრეტორიაში, "ლოფტუს ვესტფილდზე", სადაც 60 წელიწადია, არ მოგვიგია. მერე, კვირის თავზე არანაკლებ ძნელი ბრძოლა გველის დურბანში. ერთი სიყვით, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა მსოფლიოს ჩემპიონები მათ საუკეთესო სარაგბო არენებზე რომ დავამარცხოთ"- განაცხადა ქუადე კუპერმა.