გუნდის კაპიტნის, მაკქოუს არყოფნაში "ოლ ბელქსს" სათამაშოდ შერკინების კვაჭი კევინ მეალამუ გაიყვანს. ჰენრის ეს "დემარში" ბევრმა სამხრეთაფრიკელთათვის პასუხად მიიჩნია. დე ფილიერსმა სამი ერის პირველ ტურში ახალ ზელანდიაში სათამაშოდ თითქმის "ბოკეს" A ნაკრები ჩაიყვანა. თუმცა გრემ ჰენრი სამაგიეროს გადახდის ფაქტს უარყოფს.
"ჩვენ გვყავს მორაგბეები,
მგეზავი დენ კარტერის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშებს კოლინ სლედი. ეს მისთვის შესანიშნავი შანსია, შესაძლებლობები წარმაოჩინოს. როგორც ჰენრი ამბობს, მსოფლიოს თასზე ყველაფერი ხდება, და კარტერის ტრავმირების შემთხვევაში, "ვებ ელისის" თასისთვის ბრძოლის ფინალში შსაძლოა სწორედ სლედს მოუწიოს თამაშმა. საამისოდ კი, მას შესაბამისი გამოცდილების მიღება სჭირდება.
"ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ სამი ერის თასის გათამაშების დასაწყისში სამხრეთ აფრიკამ თავისი A ნაკრები გამოგვიგზავნა სათამაშოდ. ჩვენ მათ სამაგიოეროს არ ვუხდით. პირიქით, მხოლოდ მომავალზე ვფიქრობთ და ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენი გუნდითვის, თითოეული მორაგბისთვის კარგი იქნება.
დარწმუნებული ვარ, ამ შემადგენლობას, რომელიც პორტ ელიზაბეტში ვიახლეთ, არანაკლებ წარმატებით შეუძლია თამაში. ყოველ შემთხვევაში, ეს ბიჭები ნამდვილად იმსახურებენ შანსს, რათა დაამტკიცონ, რომ მართლაც ღირსეულიები არიან და ნაკრებში თამაში მთთზე ალალია" - ასე იცავს თავის პოზიციას გრემ ჰენრი.
ახალი ზელანდია
შერკინება: ჯონ აფოა, ვაით კროკეტი, ბენ ფრენკსი, ჯერარდ ჰოეთა, ანდრიუ ჰორი, ჯერომ კაინო, კევინ მეალამუ, ლიამ მესამი, ადამ თომსონი, სამუელ ვაითლოქი, ალი ვილიამსი, ტონი ვუდკოქი, ვიქტორ ვიტო.
უკანა ხაზი: ჯიმი ქოუანი, ისრაელ დაგი, ენდი ელისი, ჰოსე გეარი, ზაკ გილფორდი, რიჩარდ კაჰუი. ქორი ჯეინი, მაა ნონუ, კოლინ სლედი, ისაია ტოეავა, პირი ვიპუ, სონი ბილ ვილიამსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"