ეს გადაწყვეტილება სანზარ-მა რეგიონში რაგბის პოპულარიზაციის მიზნით მიიღო. სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირს ვალდებულება აქვს აღებული სამხრეთ რეგიონში რაც შეიძლება მეტი მაღალი დონის საერთაშორისო მატჩი გამართოს. ამ რეგიონში სამი ერის გუნდებიდან ბოლოს ახალი ზელანდიის ნაკრებმა 40 წლის წინ, 1970 წელს ითამაშა.
"რეგიონში ზეპური რაგბის შიმშილია. პორტ ელიზაბეტს ახლა შესანიშნავი სტადიონი აქვს, სადაც უმაღლესი რანგის თამაშების გამართვა შეიძლება. ჩვენი გადაწყვეტილება,
გადაწყვეტილია, რომ "ბოკე" სამი ერის საგაისო მატჩში ავსტრალიის ნაკრებს დურბანში დაუხვდება.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასის გამო სამი ერის გათამაშება წლევანდლისგან განსხვავებული ფორმატით, ორ წრედ ჩატარდება.