ბოკეში ფრანსუა სტეინის დაბრუნება საეჭვოა

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრებს სამი ერის გათამაშების მორიგ მატჩში, 21 აგვისტოს "ოლ ბლექსთან" შესაძლოა ფრანსუა სტეინი ვერ დაეხმაროს. ამის მიზეზი ტრავმასთან ერთად სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის მენეჯმენტის არადამაკმაყოფილებელი მუშაობაა.

სტეინის ფრანგულმა კლუბმა, პარიზულმა "მეტრო რასინგმა" გამოაქვეყნა კომუნიკე, სადაც ნათქვამია, რომ ფრანსუა სტეინმა ტრავმა ვერ მოირჩინა და საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში "ბრივთან" ვერ ითამაშებს.

"ფრანსუა სტეინი, ანდრეა მასი, ქარიმ გეზელი და სკოტ ზიმერმანი ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულან და, შესაბამისად, "მეტრო რასინგის" მწვრთნელმა პიერ ბერბიზიემ სტეინი მატჩის განაცხადში არ შეიყვანა".

სტეინი ვარჯიშს,
სავარაუდოდ, მომავალი კვირის ოთხშაბათიდან შეუდგება. თუმცა "მეტრო რასინგი" სამხრეთ აფრიკაში მის გაშვებას ამ შემთხვევაშიც არ აპირებს. ამის მიზეზი სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის მიერ სტეინის ნაკრებში გამოძახების დაგვიანებაა.

საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის მოთხოვნით, კლუბს ამა თუ იმ მოთამაშის თავისი ქვეყნის ნაკრებში გამოძახების მიწვევა მატჩამდე ორი კვირით ადრე უნდა მიუვიდეს. ეს წესი სამხრეთაფრიკელებმა დაარღვიეს და "მეტრო რასინგს" სრული უფლება აქვს, ფრანსუა სტეინი სამხრეთ აფრიკის ნაკრებში სათამაშოდ არ გაუშვას.

მიუხედვად ასეთი არგუმენტებისა, "ბოკეს" ხელმძღვანელობა დაჟინებით მოითხოვს სტეინის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული