"სამხრეთ აფრიკის ნაკრებს საკმაოდ კარგი, მობილური უკანა ხაზი ჰყავს, თუმცა სანამ ისინი ათამაშდებიან, უპირატესობა "ბოკეს" მძიმე, გოლიათური აღნაგობის მორკინალებმა უნდა მოიპოვონ. ეს მათი თამაშის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრად გამოხატული ასპექტია. თუ მორკინალებმა დაგჩაგრეს, შენი საქმე წასულია, მაგრამ, საკმარისია, მათ შერკინებას წინააღმდეგობა გაუწიო, მეტიც, იქით დაჩაგრო,
ახალი ზელანდიის ნაკრებს სრულიად განსხვავებული თამაშის სტილი აქვს. ჩვენ ღია, ხელდახელ თამაშში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თევზი წყალში. შარშანდლისგან განსხვავებით, წლეულს დაცვაში ყურადღებით ვირჯებით, სამხრეთ აფრიკასთან თამაშში შერკინებასაც ბევრი პრობლემა შევუქმენით, ფაქტობრივად, ამოსუნთქვის საშუალებას არ ვაძლევდით და შედეგმაც არ დაახანა.
რაც მთავარია, მოვახერხეთ მთელი დატვირთვით, მაღალი ტემპით არა ოცი წუთის, არამედ მთელი ოთხმოცი წუთის განმავლობაში თამაში.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამჟამად ჩვენი შესაძლებლობის 70 პროცენტს ვავლენთ. იმედი მაქვს, ნელ-ნელა მოვუმატებთ და მომავალ წელს გასამართი მსოფლიო თასისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნებით." - თქვა ჯო როკოთოკომ.
ამასობაში "ოლ ბლექსი" სამხრეთ აფრიკაში გასამართი შეხვედრისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე გადავიდა. მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ ორი ცვლილება განახორციელა. ცხრა ნომრად ისევ ჯიმი ქოუანი ითამაშებს, რომელმაც ტრავმა ახლახან მოიშუშა. შესაბამისად, პირი ვიპუმ სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა.
ორი კვირის წინ ავსტრალიასთან დაშავდა პირველხაზელი ოუენ ფრენქსი, რომელსაც მისა ძმა ბენი შეცვლის. სათადარიგო შერკინების ბურჯი კი ჯონ აფოა იქნება.
"ვიცით, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრები კბილებს ილესავს. "ბოკე" არაფერს დაიშურებს, რატა ზედიზედ ორჯერ წაგებისთვის შური იძიოს. ვიცით, რომ სოუტოში, 90 ათასი მაყურებლის თანდასწრებით მძიმე ბრძოლის გადატანა მოგვიწევს და საამისოდ ვემზდებით კიდეც." - თქვა ახალზელანდიელთა თავკაცმა.
სოუტოში გასამართ დაპირისპირებაში, შესაძლოა, ორი რეკორდი დაემხოს. ახლზელანდიელთა მგეზავ დენ კარტერს შანსი აქვს სამხრეთ აფრიკასთან მოპოვებული ქულების მიხედვით რეკორდსმენი გახდეს. მის ანგარიშზე დღემდე 207 ქულაა და ორი ქულით ჩამორჩება ენდრიუ მერთენსს.
ყველაზე მეტი - ათი ლელო "ბოკეს" კრისტიან კალენმა გაუტანა. როკოთოკო მას ერთი ლელოთი ჩამორჩება.
ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. კორი ჯეინი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯო როკოთოკო, 10. დენ კარტერი, 9. ჯიმი ქოუანი. 1. ტონი ვუდკოქი, 2. კევინ მეალამუ, 3. ბენ ფრენქსი, 4. ტომ დენელი, 5. ბრედ თორნი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი.
16. კორი ფლინი, 17. ჯონ აფოა, 18. სამუელ ვაითლოქი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. პირი ვიპუ, 21. აარონ კრადენი, 22. იზრაელ დაგი.