ერთი კვირის წინ სოუეტოში "ბოკეს" კაპიტან ჯონ სმიტს ასიანთა კლუბში შესვლის ზეიმი ახალი ზელანდიის ნაკრებმა ჩაუშხამა. ამჯერად სამხრეთაფრიკელებს იმედი აქვთ, რომ მეტფილდს უფრო გაუმართლებს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონებმა ოთხი თამაშიდან ოთხივე წააგეს და დარჩენილი ორი მატჩის მოგების შემთხვევაში მეორე ადგილს დაიკავებენ, რაც მათ შერყეულ რეპუტაციას ოდნავ გამოასწორებს.
სამხრეთ აფრიკის ნაკრების
"ბოკეს" თავკაცი ფრანსუა სტეინის ჩასვლამ ძალიან გაახარა და მისი დიდი იმედი აქვს:
"ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, საიმედო ფულბეკია. ფრანსუას გუნდის ამჟამინდელი მორაგბეების უმრავლესობასთან არაერთხელ უთამაშია და ანსამბლში შერწყმა არ გაუჭირდება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მისი შესაძლებლობები და დარწმუნებული ვართ, არ გაგვაწბილებს", - თქვა დე ფილიერსმა.
სამხრეთ აფრიკა
15. ფრანუსა სტეინი (მეტრო რასინგი), 14. ჯეი პი პიტერსენი (ნატალ შარქსი), 13. ჟაკ ფური (სტორმერზი), 12. იან დე ფილიერსი (სტორმერზი), 11. ბრაიან ჰაბანა (სტორმერზი), 10. მორნი სტეინი (ბლუ ბულზი), 9. ფრანსუა ჰუგარი (ბლუ ბულზი). 1. ხუთრო სტენკამპი (ბლუ ბულზი), 2. ჯონ სმიტი (ნატალ შარქსი), 3. იანი დუ პლესი (ნატალ შარქსი), 4. ფილიპ ფან დერ მერვე, 5. ვიქტორ მეტფილდი (ორივე - ბლუ ბულზი), 6. სხალკ ბურხერი (სტორმერზი), 7. იან სმითი (ჩიტაზი), 8. პიერ სპისი (ბლუ ბულზი).
16. ჩილიბოი რელეპელე (ბლუ ბულზი), სი ჯეი ფან დერ ლინდე (ჩიტაზი), დენი როსუ (ბლუ ბულზი), რაიან კანკოვსკი (ნატალ შარქსი), რიკი იანუარი (სტორმერზი), ბუჩ ჯეიმზი (ბასი), იან დე იონგი (სტორმერზი).