კუპერი ვოლაბებს დაუბრუნდა

AutoSharing Option
ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ახალზელანდიელმა რობი დინსმა შაბათს პრეტორიაში "ბოკესთან" გასამართი მატჩისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა. როგორც მოსალოდნელი იყო, მგეზავის პოზიციას ისევ ქუადე კუპერი დაიკავებს, რომელმაც დისკვალიფიკაციის გამო სამი ერის ორი მატჩი გამოტოვა. შესაბამისად მეთ გიტო შუამარბად ითამაშებს. ენტონი ფაინგაა კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს.

ყოველივე ამას უძღოდა კუპერის რაგბი ლიგაში გადაბარგებასთან დაკავშირებული აურ-ზაური, რომელიც ამჟამად ოდნავ ჩაცხრა. გამორიცხული არ არის, სამი ერის გათამაშების დასრულების შემდეგ "კუპერომანიამ" ახალი ძალით იფეთქოს.

"ვოლაბების" შემადგენლობაში ადამ ეშლი-კუპერმა, რომელიც წინა მატჩში ფულბეკად ითამაშა, ტრავმირებული რობ ჰორნის
ნაცვლად შუამარბის პოზიციაზე გადაინაცვლა.

პრეტორიაში დებიუტი ექნება მესამეხაზელ სკოტ ჰიგენბოთამს, რომელიც დინსმა სათადარიგოთა სკამზე გაამწესა. ის 847-ე მორაგბე იქნება, ვინც ავსტრალიის ნაკრების კვართს მოირგებს.

ავსტრალიელებს შანსი აქვთ, "მანდელას თასი" მოიგონ, რომელმაც "ვოლაბებისა" და "ბოკეს" შორის თამაშდება. ბოლოს ავსტრალიელები ამ თასს 2008 წელს ფლობდნენ, როცა დურბანში სამხრეთ აფრიკის ნაკრებს 27:15 მოუგეს.

ავსტრალია: 15. ქართლი ბეილი, 14. ჯეიმზ ოკონორი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. მეთ გიტო, 11. დრიუ მიტჩელი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია. 1. ბენ რობინსონი, 2. საია ფაინგაა, 3. სალესი მააფუ, 4. დენ მამი, 5. ნათან შარფი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოქი, 8. რიჩარდ ბრაუნი.

16. სტივენ მური, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. ბენ მაკლემნი, 19. სკოტ ჰიგინბოთამი, 20. ლუკ ბარჯესი, 21. ბერიკ ბარნსი, 22. ენტონი ფაინგაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული