"არ მინდა, მოგებული თამაშის შემდეგ ნაკრების შემადგენლობაში ბევრი ცვლილება შევიტანო. ჩვენ ნელსონ მანდელას სახელობის თასი გვაქვს მოსაგები და საამისოდ მთლიანად თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი. ძალიან ბევრს ვმუშაობთ და იმედი
ამასობაში დე ფილიერსი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვია. ერთი კვირის წინ ავსტრალიასთან გამართული სამი ერის მატჩის შემდეგ, დე ფილიერსმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრები მხარს უჭერს "ბლუ ბულზის" შერკინების ბურჯ ბი რუს, რომლიც პოლიციელის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
"ჩვენ მომავალ წელს ძალიან ძნელი სეზონი გველის. ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასი უნდა შევინარჩუნოთ. ამისთვის საჭიროა, სამხრეთ აფრიკის ნაკრების მორაგბეების ფსიქოლოგიაზე მავნე გავლენას არაფერი ახდენდეს.
ბი რუს კარგად ვიცნობთ, ის მკვლელი არ არის და გვინდა, სიმართლე რაც შეიძლება მალე გაირკვეს." - თქვა "ბოკეს" თავკაცმა.
დე ფილიერსის ამ განცხადების კომენტირებისაგან თავი შეიკავა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ორეგონ ჰოსკინსმა.
"ამჟამად არაფრის თქმა შემიძლია. მინდა, მორაგბებმა თავიდან ამოიგდონ ყველაფერი და მხოლოდ ავსტრალიასთან მატჩზე იფიქრონ" - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ბი რუმ პოლიციელი ცემით მოკლა. როგორც თვითონ ამტკიცებს, მას გაძარცვას უპირებდნენ და თავს იცავდა. "ბლუ ბულზის" შერკინების ბურჯი თავდებითაა განთავისუფლებული.
სამხრეთ აფრიკა: 15. ფრანსუა სტეინი, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. ჟაკ ფური, 12. იან დე ფილიერსი, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. ფრანსუა ჰუგარი. 1. ხუთრო სტენკამპი, 2. ჯონ სმიტი, 3. იან დუ პლესი, 4. დენი როსუ, 5. ვიქტორ მეტფილდი, 6.სხალკ ბურხერი, 7. იან სმითი, 8. პიერ სპისი.
16. ჩილიბოი რელეპელე, 17. სი ჯეი ფან დერ ლინდე, 18. ფილიპ ფან დერ მერვე, 19. რაიან კანკოვსკი, 20. რიკი იანუარი, 21. იან დე იონგი, 22. ხიო ეპლონი.