ბოკე-ოლ ბლექსი სოკერ სიტიზე?

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრები აგვისტოში სამი ერის გათამაშების საშინაო შეხვედრას, სავარაუდოდ, გამართავს სოვეტოში, "სოკერ სიტიზე", სადაც 11 ივლისს ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი ჩატარდება.
სიმბოლურია, რომ ეს ქალაქი აპარტეიდთან მჭიდრო კავშირშია, მაშინ როცა რაგბი დღემდე თეთრკანიანების სახეობად ითვლება. თავად განსაჯეთ, სამხრეთ აფრიკის ზოგიერთ რეგიონში, იქ, სადაც შავკანიანები ცხოვრობენ, დღესაც ახალი ზელანდიის ნაკრებს ქომაგობენ, როცა "ბოკე" "ოლ ბლექსს" ეთამაშება.
სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ხელმძღვანელები სერიოზულად დაფიქრდნენ, რამდენად მიზანშეწონილია შავკანაიანებით დასახლებულ ქალაქში, სადაც "ბოკეს" არავინ ქომაგობს, ახალ ზელანდიასთან მატჩის დანიშვნა.
"ოლ ბლექსის" მწვრთნელი
გრემ ჰენრი ამ ფაქტით აღფრთოვანებას ვერ მალავს. "ეს ფანტასტიკური იქნება-ითამაშო სტადიონზე, რომელიც 97 ათას მაყურებელს იტევს. მოუთმენლად ველი ამ მატჩის დღეს" - თქვა მან. არადა, ადვილი შესაძლებელია, სამხრეთაფრიკელებმა თამაშის გამართვის ადგილი შეცვალონ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული