ამ შეჯიბრებაში ექვსი ევროპული ქვეყნის - საფრანგეთის, ინგლისის, ირლანდიის, შოტლანდიის, უელსისა და იტალიის ნაკრებები ასპარეზობენ.
რაგბის ქართველი ქომაგებისთვის, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება თითოეულ გუნდს დეტალურად გავეცნოთ. დავიწყოთ საფრანგეთის ნაკრებით. "ლე ბლო" თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში დღესდღეობით საუკეთესოა. ამის თქმის უფლებას გუნდის შემადგენლობა და ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში დაკავებული მეორე ადგილი გვაძლევს.
შარშანდელი სეზონი ფრანგთა გუნდისთვის არაერთგვაროვანი იყო. ექვსი ერის გთამაშებაში "ლე ბლომ" მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა თავი
ასევე არასტაბილურად იასპარეზეს ფრანგებმა ახალ ზელანდიაშიც. ჯგუფურ ტურნირზე ორი მარცხის მიუხედავად მათ ფინალში მაინც გააღწიეს. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ყოველივე ცუდი მთავარ მწვრთნელს, მარკ ლივერმონს დაბრალდა, რომელიც თანამდებობიდან გადააყენეს.
ახლა საფრანგეთის ნაკრების თავკაცი ფილიპ სენტ-ანდრეა, მას რაიმე ძირეული ცვლილებები გუნდში არ განუხორციელებია. შემადგენლობა რამდენიმე მორაგბეს გამოკლებით, ფაქტობრივად, იგივეა.
"ლე ბლო" პირველ შეხვედრას 4 თებერვალს შინ გამართავს იტალიის ნაკრებთან. სენტ-ანდრემ 22-კაციანი საბრძოლო შემადგენლობა უკვე დაასახელა. მათ შორის ერთი დებიუტანტია, დავით ზირაქაშვილის თანაგუნდელი ვესლი ფოფანა. ახალგაზრდა შუამარბი წლეულს შესანიშნავად ირჯება. ამასთან ერთად, ისიც აღსანიშნავია, რომ ფოფანა შარშანდელ სეზონში "კლერმონის" ესპუართა გუნდში ვიქტორ კოლელიშვილთან ერთად თამაშობდა.
ყველაზე მწვავე კონკურენცია ცხრა და ათი ნომრების პოზიციაზეა. სენტ-ანდრემ იტალიასთან სათამაშოდ ცხრა ნომრად ქართული წარმოშობის დიმიტრი იაშვილი დააყენა, მგეზავად კი მონპელიელი ფრანსუა ტრინ-დუკი. მას დიდ კონკურენციას უწევს ტულუზელი ლიონელ ბუქსი.
საფრანგეთი: 15. მაქსიმ მედარი, 14. ვინსან კლერი, 13. ორელიან რუჟერი, 12. ვესლი ფოფანა, 11. ჟულიენ მალზიო, 10. ფრანსუა ტრინ-დუკი, 9. დიმიტრი იაშვილი. 1. ვინსან დებატი, 2. ვილიამ სერვა, 3. ნიკოლა მასი, 4. პაკალ პაპე, 5. ლიონელ ნალე, 6. ტიერი დუსოტუარი, 7. ჟულიენ ბონერი, 8. ლუი პიკამოლი.
16. დიმიტრი სჟარჟევსკი, 17. ჟან-ბატისტ პუ, 18. იოან მაესტრი, 19. იმანოლ არინორდოკი, 20. მორგან პარა, 21. ლიონელ ბოქსი, 22. მაქსიმ მერმოსი.
ფოტო: ბურთით ვესლი ფოფანა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"