ოთხი ცვლილება "სკუადრა აძურაში"

AutoSharing Option
იტალიის ნაკრები ექვსი ერის გათამაშების მეორე ტურში ინგლისში სტუმრობს. "სკუადრა აძურას" სამხრეთაფრიკელმა მწვრთნელმა ნიკ მალეტმა გუნდში ოთხი ცვლილება განახორციელა.

მალეტმა სათადარიგოთა სკამზე მიუჩინა ადგილი მგეზავ კრისტოფერ ბარტონს, მის ნაცვლად კი გუნდში ლუჩანო ორკუერა დააბრუნა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 2005 წლის შემდეგ აღარ უთამაშია.

დებიუტი ექნება ნაკრებში მესამეხაზელ ვალერიო ბერნაბოს, რომელიც ტრავმირებული ჯოშოა სოულის ნაცვლად ითამაშებს. ცხრა ნომერმა ედუარდო გორიმ მხარი ამოგდო, მის ადგილს ძირითად შემადგენლობაში პაბლო კანავოზიო დაიკავებს.

მეორე ხაზში კი, კარლო ანტონიო დე ფავა თანაკლუბელ კვენტინ გელდენჰაუზს შეუწყვილდება.

შარშან ამ
გუნდებს შორის დაპირისპირება რომში შედგა და ინგლისელბმა დიდი გაჭირვებით მოიგეს - 17:12. ორი წლის წინ კი, "თვიქნემზე" "პომებმა" 36:11 გაიმარჯვეს.

იტალის ნაკრები: 15. ლუკ მაკლინი, 14. ანდრეა მასი, 13. გონსალო კანალე, 12. ალბერტო სგარბი, 11. მირკო ბერგამასკო, 10. ლუჩანო ორკუერა, 9. პაბლო კანავოზიო. 1. სალვატორე პერუჯინი, 2. ლეონარდო ჯილარდინი, 3. მარტინ კასტროჯოვანი, 4. ანტონიო დელ ფავა, 5. კვენტინ გელდენჰაუზი, 6. ვალერიო ბერნაბო, 7. ალესანდრო ძანი, 8. სერჯო პარისე.
16. ფაბიო ონგარო, 17. ანდრეა ლო ჩიჩერო, 18. სანტიაგო დელაპე, 19. რობერტ ბარბიერი, 20. ფაბიო სემენძატო, 21. კრის ბარტონი, 22. გონსალო გარსია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული