"ნატალ შარქსი" დურბანში ერთ-ერთ აუტსაიდერს, "პუმასს" მასპინძლობს და საპრემიო ქულის აღებას შეეცდება. დურბანელთა კაპიტანი, "ბოკეს" ყოფილი წევრი სტივენ ტერბლანხი ქარის თასზე საიუბილეო, მე-100 შეხვედრას გამართავს.
პრეტორიაში "ჩიტაზი" შარშანდელ ფინალში განცდილი მარცხის გამო რევანშის აღებას შეეცდება. თუმცა ეს არც ისე იოლი საქმე იქნება, რადგან "ბლუ ბულზს" ორი წელიწადია, საკუთარ მოედანზე არ წაუგია. პრეტორიელების შემადგენლობა შარშანდელი
მიუხედავად ამისა, "ბლუ ბულზის" მწვრთნელი ფრენსის ლუდეკი იმედიანადაა: "მთავარია, ბიჭებმა ის განწყობა შეინარჩუნონ, რაც მათ წინა ტურში "ნატალ შარქსთან" მოგებისას ჰქონდათ" - თქვა მან.
სავარაუდოდ, ისევ დაუმარცხებელი იქნება "ვესტერნ პროვანსი", რომელიც სტუმრად თამაშობს აუტსაიდერ "ლეოპარდთან". დასავლეთელებს, ვფიქრობთ, მეტოქის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეთ. ეს მით უფრო სარწმუნოა, რომ "ლეოპარდებს" მეტოქე არასდროს დაუმარცხებიათ.
ქარის თასი
სატურნირო მდგომარეობა
1. ვესტერნ პროვანსი - 8 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 7, 3. ბლუ ბულზი - 6, 4. გრიკასი - 6, 5. ლაიონზი - 5, 6. ჩიტაზი - 5, 7. პუმასი - 5, 8. ლეოპარდსი - 2.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"