რაგბი 20 იგნორირებულია

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილი მოთამაშის რასი ერასმუსის იდეა რაგბი 20-ის ტურნირის გამართვის შესახებ, სანზარ-მა უგულებელყო. რაგბის ახალი ნაირსახეობის ფორმატი ასეთი უნდა ყოფილიყო: გუნდები ორ ოცწუთიან ტაიმს ითამაშებდნენ, ცხადია, ბევრად უფრო გამარტივებული წესებით, რომებითაც, ფაქტობრივად, მინიმუმამდე შემცირდებოდა ფეხით თამაშის შესაძლებლობა.

ახალი თამაშის საჩვენებელ მატჩში მონაწილეობაზე თანხმობა ახალზელანდიელმა ვარსკვლავებმა რიჩი მაკქოუმ და დენ კარტერმაც გამოთქვეს. თუმცა სანზარ-მა ყველას ცივი შხაპი გადასხა.

"ჩვენ ყურადღებით, დეტალურად განვიხილეთ ახალი იდეის, რაგბი 20-ის დანერგვის საკითხი. გავაანალიზეთ ყველა ის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რაც რაგბის ამ ახალი
სახეობის დანერგვას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. აღმოჩნდა, რომ უარყოფითი ბევრად მეტია. ამიტომ, სანზარ-მა გადაწყვიტა, იდეის განხორციელებაზე უარი თქვას." - განაცხადა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული