გასულ უქმეებზე მელბურნში "ოლ ბლექსთან" დამარცხების შემდეგ დინსმა, როგორ იქნა, ამოღერღა, რომ მთავარია, გუნდმა თამაშის პიკს 2011 წლის მსოფლიო თასისთვის მიაღწიოს.
"ჩვენ სხვებთან შედარებით ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელიც საუკეთესო კონდიციებში 14 თვის შემდეგ იქნება. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ დამთავრდება მატჩი მომავალ უქმეებზე ქრაისთჩერჩში. დრო ჩვენს მორაგბეებზე იმუშავებს. გარწმუნებთ, 14 თვის შემდეგ ჩვენ შევძლებთ, პოტენციალი სრულად წარმოვაჩინოთ.
იმ დროისთვის ნაკრების
ხშირად მეკითხებიან, შეუძლა თუ არა ავსტრალიის ნაკრებს, ახალ ზელანდიაში ვებ ელისის თასი აღმართოს. დიახ, შეუძლია! მაგრამ ახლა მთავარია, ჩვენი წარუმატებლობის პერიოდი რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს. თუ ჩვენ ამას ახალ ზელანდიასთან თამაშში მოვახერხებთ, ეს გუნდისთვის უდიდესი ფსიქოლოგიური მუხტის იქნება. მოთამაშეები კიდევ უფრო დარწმუნდებიან თავიანთ სიძლიერეში." - თქვა რობი დინსმა.
აღსანიშნავია, რომ ქრაისთჩერჩული მატჩისთვის გუნდის შემადგენლობას დინსი ხუთშაბათს გამოაცხადებს, ახალზელანდიელებმა კი ეს სამშაბათს გააკეთეს.