თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის რაგბიდან წასვლას და ფეხბურთში გადაბარგებას აპირებს. ეს, ცხადია, ძნელი დასაჯერებელია. დენის მშვენიერი ურთიერთობა აქვს "რებლზის" მწვრთნელ როდ მაკქუინთან. ივნისში სიპრიანი მელბურნშიც იმყოფებოდა და მაკქუინის ხელმძღვანელობით ივარჯიშა კიდეც. წესით, "რებლზმა" სეზონისთვის მზადება ოქტომბერში უნდა დაიწყოს და დენიც ავსტრალიაში ამ დროისთვის უნდა გაემგზავროს.
მაგრამ ფაქტია, რომ სიპრიანი ახლახან პრემიერლიგის "ტოტენჰემ ჰოთსფურის"
"არ ვიცი, სიპრიანი რამდენ დროს უთმობს ფეხბურთის თამაშს, მაგრამ თუ ის სერიოზულად დაინტერესდება პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერით, ამას სრულიად იოლად შეძლებს" - თქვა ინგლისის ნაკრებისა და "ტოტენჰემის" ყოფილმა ნახევარმცველმა ტიმ შერვუდმა, რომელიც ამჟამად კლუბის ტექნიკური დირექტორია.
როდესაც სიპრიანის ჰკითხეს, რა საქმე ჰქონდა მას "ტოტენჰემთან," ასე უპასუხა: "იქ უბრალოდ ვვარჯიშობ, ფორმა რომ შევინარჩუნო".
"ვოსფსში" სიპრიანის აპრილის მერე არ უთამაშია, არც ეროვნულ ნაკრებში იწვევდნენ და ვერსია, რომ ის მხოლოდ ფორმის შენარჩუნებისთვის ვარჯიშობს საფეხბურთო გუნდში, სიმართლესთან ახლოს უნდა იყოს.