გიტო და დრიუ მასებში გადიან

AutoSharing Option
ავსტრალიის ნაკრების უკანახაზელები მეთ გიტო და დრიუ მიტჩელი მომავალ უქმეებზე სიდნეის გარეუბანში, ავსტრალიის მესამე დივიზიონის კლუბ "ბალმანში" ითამაშებენ "ეპინგთან" დაპირისპირებაში. ეს შეხვედრა ამხანაგურია და "ბალმანის" საკლუბო რაგბის ფესტივალის პროგრამაში შედის.

გიტომ და მიტჩელმა რაგბის თამაში სწორედ ამ კლუბში დაიწყეს და "ბარბაროსების" შემადგენლობაში თამაშისას სწორედ ბალმანელთა გამაშები ეცვათ.

მიტჩელი მშობლიურ კლუბს ხშირად სტუმრობს, განსაკუთრებით არდადეგების დროს და მოყვარულ მორაგბეებთან ერთად ხალისობს, თან ფორმის შენარჩუნებასაც ცდილობს.

"ეს რაგბის ერთ-ერთი უძველესი სკოლაა. იქ სტუმრობა ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა. მორაგბეები კვირაში ერთხელ ვარჯიშობენ, მეორე დღეს
თამაშობენ, ერთობიან, რაგბის თამაშით უდიდეს სიამოვნებას იღებენ. მერე სლუდს სვამენ, საუბრობენ, ხუმრობენ. მოკლედ, სისხლსავსე ცხოვრება აქვთ. ძალიან მიყვარს მათთან ერთად ყოფნა" - თქვა დრიუ მიტჩელმა.

"ბალმანის" საკლუბო რაგბის ფესტივალს მოუთმენლად ელის მეთ გიტოც:

"ძალიან გვინდა, შაბათს ფესტივალში მივიღოთ მონაწილეობა. ბალმანელები წელიწადში ერთხელ მართავენ ამ ზეიმს და წლეულს ათასობით რაგბის ქომაგს ელოდებიან. დიდი ზეიმი იქნება. ფესტივალზე შარშანაც ვითამაშე და გარწმუნებთ, მსგავსი ფანტასტიკური ატმოსფერო, რაც იქ სუფევდა, არსად მინახავს"- თქვა მან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული