"ნარშავები" დელისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, შოტლანდიის ნაკრების უკანა ხაზი იასპარეზებს თანამეგობრობის თამაშებზე შვდიკაცა რაგბის ტურნრში, რომელიც 11-12 ოქტომბერს დელიში გაიმართება.

"თანამეგობრობის თამაშები მსოფლიო სპორტის ერთ-ერთი უდიდესი მოვლენაა და ჩვენთვის საამაყოა, რომ მასში მონაწილეობის პატივი გვერგო. ამ შეჯიბრებისთვის მალე დავიწყებთ სერიოზულად მზადებას" - თქვა შოტლანდიის შვიდკაცა რაგბის ნაკრების მწვრთნელმა სტივენ ჯემელმა.

მან ნაკრებში 12 მორაგეს უხმო, რომელთაგან შვიდმა წლეულს შვიდკაცა რაგბის მსოფლიო სერიის ედინბურგის ეტაპზე ითამაშა და ეროვნული ნაკრების კანდიდატები არიან.

შოტლანდიის შვიდკაცა ნაკრები:

მაიკ ადამსონი (ჰოუქსი), ალექს ბლერი,
ჯონ ჰიუსტონი, ლი ჯოუნზი, სტიუარტ მაკნელი, სკოტ ნევლენდსი, ენდრიუ ტურნბული (ყველა-ედინბურგი), კრის ფუზარო, ჰეფინ ოჰარი, კოლინ შოუ (სამივე-გლაზგო), სკოტ ფორესტი (აირი), დევიდ კალემი (უგუნდო).


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული