"დანამდვილებით ვიცი, რომ ქუადემ ახლახან რაგბი ლიგის გუნდ "პარამატა ილზის" პრეზიდენტთან ერთად ისადილა. მას მანამდეც რამდნეჯერმე შეხვდა. კუპერმა რაგბის თამაში რაგბი ლიგაში დაიწყო და მისი ინტერესი ამ სახეობისადმი გასაკვირი არ არის. თანაც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საკმაოდ სარფიან კონტრაქტს სთავაზობენ. რას გადაწყვეტს ქუადე, უახლოეს დღეებში შევიტყობთ.
ნებისმიერი მორაგბისთვის მსოფლიო თასზე საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა ოცნებაა. კარიერის დასრულების შემდეგ შეგიძლია ამაყად თქვა -
კუპერმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის ღირებული, რა უფრო ურჩევნია. იქნებ უფრო მეტი ლტოლვა სხვა თამაშის მიმართ აქვს?" - თქვა ვილი გენიამ.