კუპერის გარაგბილიგელება რეალურია

AutoSharing Option
 ავსტრალიის ნაკრების ცხრა ნომერმა ვილი გენიამ სპორტულ მედიაში ქუადე კუპერის რაგბი ლიგაში შესაძლო გადაბარგებასთან დაკავშირებით გაღვივებულ ცეცხლს ნავთი დაასხა.

"დანამდვილებით ვიცი, რომ ქუადემ ახლახან რაგბი ლიგის გუნდ "პარამატა ილზის" პრეზიდენტთან ერთად ისადილა. მას მანამდეც რამდნეჯერმე შეხვდა. კუპერმა რაგბის თამაში რაგბი ლიგაში დაიწყო და მისი ინტერესი ამ სახეობისადმი გასაკვირი არ არის. თანაც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საკმაოდ სარფიან კონტრაქტს სთავაზობენ. რას გადაწყვეტს ქუადე, უახლოეს დღეებში შევიტყობთ.
ნებისმიერი მორაგბისთვის მსოფლიო თასზე საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა ოცნებაა. კარიერის დასრულების შემდეგ შეგიძლია ამაყად თქვა -
მსოფლიოს უდიდეს სარაგბო ფორუმზე ეროვნული ნაკრების კვართით ვთამაშობდი.

კუპერმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის ღირებული, რა უფრო ურჩევნია. იქნებ უფრო მეტი ლტოლვა სხვა თამაშის მიმართ აქვს?" - თქვა ვილი გენიამ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული