მარტინ ჯონსონი: საუკეთესო გუნდი მყავს

AutoSharing Option
2011 წლის მსოფლიო თასზე "ბორჯღსალოსნების" მეტოქემ, ინგლისის ნაკრებმა ნოემბრის თესტებისთვის მოსამზადებელი ერთკვირიანი შეკრება დაასრულა.

"პომების" მთავარ მწვრთნელ მარტინ ჯონსონს მიაჩნია, რომ მისი თავკაცობის პერიოდში დღესდღეეობით საუკეთესო შემადგენლობას მოუყარა თავი.

"ძალიან საინტერესო საწვრთნელი შეკრება გამოვიდა. მოთამაშეები საკმაოდ კონკურენტუნარიანნი არიან. თითოეულ მათგანს კარგად აქვს გაცნობიერებული, რასთან აქვს საქმე და პასუხისმგებლობით ეკიდებიან მწვრთნელების მითითებებს.

ძალიან გამიჭირდა იმ 32 მორაგბის შერჩევა, ვისაც, სავარაუდოდ, მსოფლიო თასზე თამაშის საშუალებას მივცემ. სამწუხაროდ, მათ შორის ბევრი ღირსეუ
ლი, დამსხურებული მორაგბე ვერ მოხვდა. მაგალითად, გუნდის ყოფილი კაპიტანი სტივენ ბორტვიკი და ლი მეარსი.
არიან ისეთი მოთამაშებიც, რომლებიც ტრავმების შემდეგ მოედანს დაუბრუნდნენ და "პომებში" თამაშზე პრეტენზია აქვთ. ასეთები არიან ტომ რისი, ენდი სოლი და ტომ ვუდი.

მორაგბეები "მშივრები" არიან. მათ ნაკრებში თამაში უნდათ. საამისოდ ყველაფრისთვის მზად არიან. ვაღიარებ, რომ რაც ნაკრებს ვწვრთნი, ასეთი კარგი გუნდი არასდროს მყოლია.

ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზე გასამგზავრებელი გუნდის აშენებას განვაგრძობთ. იმ დროისთვის ფორმის პიკს უნდა მივაღწიოთ. მორაგბეებმა თავდაუზოგავად უნდა იშრომონ, ნაკრებში თამაშის უფლება რომ მოიპოვონ. ცოტა დროღა დარჩა, იმდენად ცოტა, რომ შესვენებისა და სულის მოთქმის საშუალებაც აღარ გვაქვს.

მორაგბეებმა ასეთივე დატვირთვით, მონდომებით უნდა იმუშაონ თავიანთ კლუბებშიაც. ტელევიზორები ხომ არ არიან, რომელსაც როცა გინდა ჩართავ და როცა არა გამორთავ. ისინი სულ ჩართულები, სულ ტონუსში უნდა იყვნენ.

თითოეულ მათგანს კონკრეტული დავალებები მივეცი. ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. ვინც დაიმსახურებს, "პომების" კვართს აუცილებლად მოირგებს" - თქვა ინგლისის ნაკრების თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში "პომები" ოთხ ტესტს გამართავენ ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკისა და სამოას ნაკრებებთან. ჩვენები ინგლისის ეროვნულ გუნდს მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე 18 სექტემბერს ქრაისთჩერჩში დაუპირისპირდებიან.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული