ტარანაკიმ მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
იტმ-ის თასის გათამაშების მე-4 ტური პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლი "ტარანაკის" საშინაო გამარჯვებით დაიწყო. ტარანაკელებმა მეცხრეადგილოსან "ბეი ოფ პლენტის" ერთი ლელოთი მეტი გაუტანეს და 24:15 მოიგეს.

დღესდღეობით დაუმარცხებელი ორი გუნდია, "საუთლენდი" და "ქენთერბერი". ორივე მე-4 ტურის შეხვედრებს სტუმრად გამართავს.
"საუთლენდის" მეტოქე ერთ-ერთი აუტსაიდერი "ჰოუქს ბეი" იქნება და, ვფიქრობთ, გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეს. მეტიც, საუთლენდელები ეცდებიან, მინიმუმ ოთხი ლელო გაიტანონ და ერთი საპრემიო ქულაც ირგუნონ.

თითქმის ასეთივე ძალის მეტოქე ეყოლება "ქენთერბერისაც". ქრაისთჩერჩელებს ამჯერად "ტასმანი" უმასპინძლებს და, სავარაუდოდ, სტუმრები მორიგ მოგებას მიითვლიან.

IV
ტური
ნორთ ჰარბორი-ოტაგო, ტარანაკი-ბეი ოფ პლენტი, ველინგტონი-ვაიკატო, მანუკაუ-მანავატუ, ტასმანი-ქენთერბერი, ჰოუქს ბეი-საუთლენდი, ოკლენდი-ნორთლენდი

სატურნირო მდგომარობა:
1. საუთლენდი - 13 ქულა, 2. ქენთერბერი - 12, 3. ნორთლენდი - 10, 4. ოკლენდი -10, 5. ტარანაკი - 10, 6. მანუკაუ - 10, 7. ველინგტონი - 10, 8. ვაიკატო - 8, 9. ბეი ოფ პლენტი - 7, 10. ტასმანი - 4, 11. ნორთ ჰარბორი - 4, 12. ჰოუქს ბეი - 2, 13. მანავატუ - 2, 14. ოტაგო - 1.






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული