დღესდღეობით დაუმარცხებელი ორი გუნდია, "საუთლენდი" და "ქენთერბერი". ორივე მე-4 ტურის შეხვედრებს სტუმრად გამართავს.
"საუთლენდის" მეტოქე ერთ-ერთი აუტსაიდერი "ჰოუქს ბეი" იქნება და, ვფიქრობთ, გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეს. მეტიც, საუთლენდელები ეცდებიან, მინიმუმ ოთხი ლელო გაიტანონ და ერთი საპრემიო ქულაც ირგუნონ.
თითქმის ასეთივე ძალის მეტოქე ეყოლება "ქენთერბერისაც". ქრაისთჩერჩელებს ამჯერად "ტასმანი" უმასპინძლებს და, სავარაუდოდ, სტუმრები მორიგ მოგებას მიითვლიან.
IV
ნორთ ჰარბორი-ოტაგო, ტარანაკი-ბეი ოფ პლენტი, ველინგტონი-ვაიკატო, მანუკაუ-მანავატუ, ტასმანი-ქენთერბერი, ჰოუქს ბეი-საუთლენდი, ოკლენდი-ნორთლენდი
სატურნირო მდგომარობა:
1. საუთლენდი - 13 ქულა, 2. ქენთერბერი - 12, 3. ნორთლენდი - 10, 4. ოკლენდი -10, 5. ტარანაკი - 10, 6. მანუკაუ - 10, 7. ველინგტონი - 10, 8. ვაიკატო - 8, 9. ბეი ოფ პლენტი - 7, 10. ტასმანი - 4, 11. ნორთ ჰარბორი - 4, 12. ჰოუქს ბეი - 2, 13. მანავატუ - 2, 14. ოტაგო - 1.