დაუმარცხებელი მხოლოდ საუთლენდია

AutoSharing Option
იტმ-ის თასის გათამაშებაში ოთხი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. საპლეიოფო ოთხეულში მოხვედრაზე პრეტენზიას ერთბაშად ათი გუნდი აცხადებს.

"საუთლენდი" ერთადერთი გუნდია, რომელიც ჯერჯერობით დაუმარცხებელია და, შესაბამისად, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. მეოთხე ტურში საუთლენდელებმა სტუმრად უძნელეს ბრძოლაში მოუგეს ერთ-ერთ აუტსაიდერ "ჰიუქს ბეის" - 23:20.

მომდევნო ტურში ლიდერს გაცილებით მძიმე გამოცდა ელის სტუმრად "ტასმანთან", რომელმაც მე-4 ტურში ასევე მწვავე ბრძოლაში შეძლო გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტის, ქრაისთჩერჩის "ქენთერბერის" დამარცხება - 27:25.

ტასმანელებმა პირველი ტაიმი ბრწყინვალედ ჩაატარეს და ჩვიდმეტი ქულით - 24:7 მოიგეს. ქენთერბერელები
მეორე ნახევარში გამოცოცხლდნენ, თუმცა მხოლოდ ანგარიშში სხვაობის ორი ქულით შემცირება მოახერხეს - 25:27.

საშინო მატჩები მოიგეს ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებმა, "ოქლენდმა", "ველინგტონმა" და "ტარანაკიმ", რომლებმაც თანაბარი, 14-14 ქულა დააგროვეს და მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფენ. მათ ერთი ქულით უსწრებს და სატურირო ცხრილში მეორე საფეხურზეა "მანუკაუ".

IV ტური

ნორთ ჰარბორი-ოტაგო 35:23, ტარანაკი-ბეი ოფ პლენტი 24:15, ველინგტონი-ვაიკატო 26:14, მანუკაუ-მანავატუ 35:24, ტასმანი-ქენთერბერი 27:25, ჰოუქს ბეი-საუთლენდი 20:33, ოკლენდი-ნორთლენდი 26:13.

სატურნირო მდგომარეობა:

1. საუთლენდი - 17 ქულა, 2. მანუკაუ - 15, 3. ოქლენდი - 14, 4. ტარანაკი - 14, 5. ველინგტონი - 14, 6. ქენთერბერი - 13, 7. ნორთლენდი - 10, 8. ტასმანი - 8, 9. ვაიკატო - 8, 10. ნორთ ჰარბორი - 8, 11. ბეი ოფ პლენტი - 7, 12. ჰოუქს ბეი - 3, 13. მანავატუ - 2, 14. ოტაგო - 1.

V ტური

26 აგვისტო

ოტაგო-ტარანაკი

27 აგვისტო

ტასმანი-საუთლენდი

28 აგვისტო

ქენთერბერი-ოქლენდი
ველინგტონი-ნორთლენდი
ვაიკატო-მანუკაუ

29 აგვისტო

მანავატუ-ჰოუქს ბეი
ბეი ოფ პლენტი-ნორთ ჰარბორი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული