უელსის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მორაგბემ, რომელიც რამდენიმე წლის წინ IRB-მ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ აღიარა, უელსის ნაკრებიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე განაცხადა და ბოლო მატჩში ავსტრალიის ეროვნულ გუნდთან ითამაშა. მან "ურჩხულების" შემადგენლობაში 87 კეპი მოიხვეჭა და 58 ლელო გაიტანა.
მაშინ ვილიამსმა განაცხადა, რომ "ოსფრიზში" კიდევ არაერთ წელიწადს ითამაშებს. თუმცა ახლახან ცნობილი გახდა, რომ ის წლევანდელი სეზონოს
როგორც BBC სპორტ იუწყება, ვილიამსმა უკვე მოილაპარაკა "ოსფრიზის" ხელმძღვანელობასთან, თუმცა ამ გუნდის თავკაცებმა განაცხადეს: "ჩვენ საჯაროდ არასოდეს განვიხილავთ იმ საკითხებს, რომლებიც ზოგადად ხელშეკრულებებს ეხება".
შეგახსენებთ, რომ შეინ ვილიამსმა "ოსფრიზის" შემადგენლობაში, რომელშიც 2003 წლიდან ირიცხება, 136 მატჩში ითამაშა და 54 ლელო მიითვალა. მანამდე კი ის "ნისის" ღირსებას იცავდა და ასევე ნაყოფიერად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"