სამხრეთ აფრიკა ზე რაგბის გაფართეობას ითხოვს

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი ზე რაგბის გათამაშების გაფართოებას ითხოვს. მათი პროექტით 2013 წლიდან ამ შეჯიბრებას "სამხრეთელი მეფეები" დაემატებიან. თუმცა აქ ერთი დაბრკოლებაა, ზე რაგბის გათამაშების არსებული ფორმატით ტელეტრანსლიაციის უფლება ერთ-ერთ კომპანიას 2016 წლამდე აქვს შესყიდული.

მიუხედავად ამისა, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირს მიაჩნია, რომ რაგბის შემდგომი განვითრებისთვის სასურველია ამ ქვეყანამ კიდევ ერთი, მეექვსე გუნდი დაამატოს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხრეთ აფრიკა იძულებული გახდება, ამჟამად მოთამაშე ხუთი გუნდიდან ერთი მოხსნას გათამაშებიდან.

"ჩვენ უკვე მზად გვაქვს ახალი 16-გუნდა გათამაშების
მოდელი, რომელშიც ექვსი სამხრეთაფრიკული გუნდი ითამაშებს. მიგვაჩნია, რომ რაგბის განვითარებისთვის ეს ძალიან კარგი იქნება და ხელს შეუშლის დონის ვარდნას.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი ურთიერთობა ზე რაგბის ორგანიზატორებთან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ამასთან ერთად, მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის რაგბის კავშირებთან, რომლებთანაც ურთიერთობა ასევე ახალ, ბევრად უკეთეს ეტაპზეა გადასული.

სამწუხაროდ, საკითხი ისე დგას, რომ თუ მონაწილეთა რიცხვს არ გავზრდით, იძულებულნი ვიქნებით სამხრეთაფიკული ერთი გუნდი მოვხსნათ.

ეს კარგს არაფერს მოგვიტანს, რადგან ისევ დაბრუნება და ყველაფრის თავიდან დაწყება ძალიან ძნელი იქნება" - თქვა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მარკ ალექსანდერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული