პლეი ოფისთვის ერთბაშად რვა იბრძვის

AutoSharing Option
იტმ-ის თასის გათამაშების სატურნირო ცხრილის ზედა ნახევარში ვითარება სულ უფრო იძაბება. პლეი ოფში მოხვედრის შანსი ერთბაშად რვა გუნდს აქვს და, შესაბამისად, ყველა ქულას ოქროს ფასი ადევს.

მეექვსე ტური პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლი გუნდების "მანუკაუსა" და "ქენთერბერის" გამარჯვებებით დაიწყო. ლეგენდარული ახალზელანდიელი შუამარბის ტანა უმაგას "მანუკაუმ" შინ "ტასმანი" დაამარცხა - 23:3. მასპინძლებმა მეტოქის წინააღმდეგობა თავიდანვე გატეხეს და ეს ანგარიში უკვე 52-ე წუთისთვის იყო დაფიქსირებული. დარჩენ 28 წუთში გუნდებმა მონაგარს ვეღარაფერი შემატეს.

ქრაისთჩერჩის "ქენთერბერიმ" საკუთარ მოედანზე "ბეი ოფ პლენტის" მოუგო - 28:9. აღსანიშნავია,
რომ სტუმრები მეტოქეს 33-ე წუთამდე 6:3-ს უგებდნენ. ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა ლელოს გატანა მოახერხეს, რაზეც "ბეი ოფ პლენტიმ" ერთი საჯარიმოთი უპასუხა. ტაიმი "ქენთერბერიმ" მინიმალური სხვაობით - 10:9 მოიგო.

შესვენების შემდეგ ქრაისთჩერჩელები გაცილებით ყურადღებით გაისარჯნენ, მეტოქეს მონაგარის გაზრდის საშუალება არ მისცეს, თავად კი ორ-ორი ლელო და საჯარიმო გაუტანეს და დამსახაურებულად გაიმარჯვეს - 28:9.


VI ტური

მანუკაუ-ტასმანი 23:3, ქენთერბერი-ბეი ოფ პლენტი 28:9, ნორთლენდი-საუთლენდი, მანავატუ-ველინგტონი, ნორთ ჰარბორი-ვაიკატო, ოტაგო-ჰოუქს ბეი, ოკლენდი-ტარანაკი.

სატურნირო მდგომარეობა

1. ქენთერბერი - 22 ქულა, 2. საუთლენდი - 21, 3. ველინგტონი - 19, 4. მანუკაუ - 19, 5. ტარანაკი - 18, 6. ოკლენდი - 14, 7. ვაიკატო - 13, 8. ბეი ოფ პლენტი - 12, 9. ნორთლენდი - 11, 10. ტასმანი - 9, 11. ნორთ ჰარბორი - 9, 12. ჰოუქს ბეი - 7, 13. მანავატუ - 2, 14. ოტაგო - 1.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული