"ოლ ბლექსის" ერთ-ერთი გამორჩეული გარემარბი ირლანდიურ "ალსტერში" აპირებდა სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას, თუმცა "ბარბაროსების" შეტავაზება უფრო მაცდური გამოდგა.
"ბავშვობაში ღამის პირველ საათზე სპეციალურად გავიღვიძე, რათა "ოლ ბლექსისა" და "ბარბაროსების" დაპირიპირება მენახა. არასდროს დამავიწყდება, მაშინ, 1973 წელს ამ გუნდების მატჩში გარეთ ედვარდსის გატანილი ულამაზესი ლელო. ამ მატჩმა სული შთაბერა ჩემს ოცნებას, საუკეთესო მორაგბე გავმხდარიყავი და "ბარბაროსების" კვართის
როგორც მოთამაშემ ეს ოცნება ავისრულე. ახლა ამ ლეგენდარულ კლუბში მწვრთნელად მიმიწვიეს. ამას არასდროს დავივიწყებ." - თქვა ჯონ ქირვანმა.
აღსანიშნავია, რომ თავის ბოლო სარაგბო მატჩს უელსელი შეინ ვილიამსი სწორედ "ბარბაროსების" შემადგენლობაში გამართავს, 2 ივნისს უელის ეროვნულ გუნდთან შეხვედრაში. ამავე თამაშში იასპარეზებს კიდევ ერთი უელსელი სტივენ ჯოუნზი. "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებს კი ლუის მუდი და იან ბოლშო დაუპირისპირდებიან. ახალი ზელანდიიდან კი ჯო როკოთოკო და სედრიკ ჰეიმანსი არიან მიწვეულნი.
"ბარბაროსებმა" შარშან ინგლისის, ირლანდიისა და უელსის ნაკრებების დამარცხება შეძლო. კარგად გვესმის, რომ თითოეული ეს გუნდი რევანშის აღებას ეცდება. ამის გათვალსიწინებით, უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები საკმაოდ ძლიერ მორაგბეებთან, რათა მეტოქეებს ღირსეული გუნდით დავუპირისპირდეთ" - თქვა "ბარბაროსების" გენერალურმა მდივანმა ალან ევანსიმ.
27 მაისი
ინგლისი-ბარბაროსები
29 მაისი
ირლანდია-ბარბაროსები
2 ივნისი
უელსი-ბარბაროსები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"