მიწისძვრამ სტადიონი დააზიანა

AutoSharing Option
გასულ პარასკევს, 3 სექტემბერს ახალ ზელანდიაში შვიდბალიანი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ქვეყანას მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი მიაყენა. ყველაზე მეტად დაზიანდა ქალაქი ქრაისთჩერჩი, სადაც მომავალი წლის 18 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ინგლისის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

სამწუხაროდ, "ემი სთედიუმი" მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა და ის დეტალურად გამოკვლევის მიზნით დახურეს.
როგორც ზარალის დამთვლელი კომისიის წევრმა ბრაიან პირსონმა თქვა:

"საკმაოდ სერიოზულად დაზიანდა სტადიონის საყრდენები და ცალკეული დეტალები. თუმცა მთლიანად სტადიონის სტრუქტურას უმნიშვნელო პრობლემაც კი არ შეჰქმნია. ამის მიუხედავად, რამდენიმე დღით სტადიონი უნდა დავკეტოთ უფრო დეტალური კვლევისთვის, რათა
საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რომ ეს სარბიელი ექსპლუატაციისთვის უსაფრთხო იქნება."

აღსანიშნავია, რომ მიწისძვრა ITM-ის თასზე "ქენთერბერისა" და "ბეი ოფ პლენტის" მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა. საბედნიეროდ, მაყურებელს სტადიონი უკვე დატოვებული ჰქონდა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული