ITM-ის თასი. ერთმა მოიგო, სამს ძნელი გამოცდა ელის

AutoSharing Option
ITM-ის თასი. ერთმა მოიგო, სამს ძნელი გამოცდა ელისM-ის თასის მე-7 ტური ერთ-ერთი ლიდერის, "საუთლენდის" საშინაო გამარჯვებით დაიწყო. სამხრეთელებმა ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაამარცხეს მე-11 ადგილზე მყოფი "ნორთ ჰარბორი" - 47:21.
"საუთლენდმა" მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანა, აქედან ორი შუამარბ კენ ლინის ანგარიშზეა, მგეზავმა რობი რობინსონმა შვიდიდან ექვსი გარდასახვა ზუსტად დაარტყა.

ლიდერთა ჯგუფის სხვა სამი წარმომადგენელი "ქენთერბერი", "ველინგტონი" და "მანუკაუ" მე-7 ტურში სტუმრად თამაშობენ. განსაკაუთრებულ ინტერესს იწვევს მატჩი ოქლენდში, სადაც მეხუთეადგილოსანი ადგილობრივი გუნდი "ველინგტონს" უმასპინძლებს.
საკმაოდ მძიმე ბრძოლა ელის "მანუკაუსაც", რომლის მასპინძელიც ასევე
პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლი "ტარანაკი" იქნება. შედარებით სუსტი მეტოქე ჰყავს "ქენთერბერის". მის დამარცხებას ამჯერად მეცხრეადგილოსანი "ნორთლენდი" შეეცდება.

VII ტური
საუთლენდი-ნორთ ჰარბორი 47:21, ბეი ოფ პლენტი-მანავატუ, ჰოუქს ბეი-ვაიკატო, ნორთლენდი-ქენთერბერი, ოკლენდი-ველინგტონი, ტარანაკი-მანუკაუ, ტასმანი-ოტაგო.

სატურნირო მდგომარეობა
1. ქენთერბერი - 22 ქულა, 2. საუთლენდი - 21, 3. ველინგტონი - 20, 4. მანუკაუ - 19, 5. ოკლენდი - 18, 6. ვაიკატო - 18, 7. ტარანაკი - 18, 8. ნორთლენდი - 16, 9. ბეი ოფ პლენტი - 12, 10. ტასმანი - 9, 11. ნორთ ჰარბორი - 9, 12. ჰოუქს ბეი - 8, 13. მანავატუ - 7, 14. ოტაგო - 5.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული