მეათე ტურის ცენტრალური მატჩი ბლუმფონტეინში გაიმართა, სადაც "ჩიტაზმა" შარშანდელ გამარჯვბულს, პრეტორიის "ბლუ ბულზს" უმასპინძლა და ურთუკეს ბრძოლაში 20:14 მოუგო.
პრეტორიელები წლეულს უჩვეულოდ წარუმატებლად ასპარეზობენ. ათიდან ხუთი წაგება ისეთი ტიტულოვანი გუნდისთვის, "ბლუ ბულზი" რომ არის, კატასტროფის ტოლფასია. ფრანს ლუდეკის ბიჭებმა ზე 14-ის გათამაშებაში ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ პოზიციები საგრძნობად დათმეს.
"ლურჯმა ხარებმა" ბლუმფონტეინში ორი განსხვავებული ტაიმი ითამაშეს. პირველი ნახევარი
მასპინძლებმა მეტოქეს ორი ლელო გაუტანეს, რაზეც პრეტორიელებმა ვეტერან იაკო ფან დერ ვესტჰოიზენის ერთი ლელოთი უპასუხეს.
მომდევნო შეხვედრას "ბლუ ბულზი" შინ გამართავს იოჰანესბურგის "ლაიონზთან", რომელმაც შინ "გრიკასს" მოუგო - 40:29 და
სატურნირო ცხრილში ორივეს გადაასწრო.
თამაში, ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, უხვლელოიანი გამოდგა. გუნდებმა ოთხ-ოთხი ლელო გაიტანეს. ლაიონზელთაგან ორჯერ მეტოქის ჩათვლის მოედანში ორჯერ შეაღწია ფულბეკმა იოჰანეს ტეუტმა.
გამარჯვება კი მასპინძლებს მგეზავ თომას იანტისის ფეხჩუბინობამ მოუტანა. მან ოთხი საჯარიმო და ამდენივე გარდასახვა გაიტანა (20 ქულა).
მისი ვიზავის, "გრიკასის" მგეზავ პეტრუს ულიფიეს მონაგარი კი ასეთია: ორი გარდასახვა და ერთი არეკნი (7 ქულა).
"ბლუ ბულზის" მძლეველ "ჩიტაზს" მე-11 ტურში უძნელესი გამოცდა ელის სტუმრად გათამაშების ლიდერ დურბანის "ნატალ შარქსთან", რომელმაც მე-10 ტურში სტუმრად დაამარცხა "პუმასი" - 30:14. დურბანელებს ამ მატჩში, როგორც მოსალოდნელი იყო, პრობლემა არ შექმნიათ და მე-20 წუთისთვის უკვე 27:7-ს იგებდნენ.
ოდოვა ნდუნგანემ, ლუაზი მვოვომ, იაკო ბოთამ და კრეიგ ბარდენმა მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს და გუნდს ერთი საპრემიო ქულაც შესძინეს. ყველაზე შედეგიანი კი მეორეადგილოსან "ვესტერნ პროვანსისა" და აუტსაიდერ "ლეოპარდსის" დაპირისპირება გამოდგა. "დასავლელებმა" მეტოქეს რვა ლელო გაუტანეს და 59:17 მოუგეს.
X ტური
პუმასი-ნატალ შარქსი 14:30, ვესტერნ პროვანსი-ლეოპარდსი 59:17, ჩიტაზი-ბლუ ბულზი 20:14, ლაიონზი-გრიკასი 40:29.
სატურნირო მდგომარეობა
1. ნატალ შარქსი - 41 ქულა, 2. ვესტერნ პროვანსი - 33, 3. ჩიტაზი - 32, 4. ლაიონზი - 30, 5. ბლუ ბულზი - 29, 6. გრიკასი - 25, 7. პუმასი - 17, 8. ლეოპარდსი - 5.
XI ტური
გრიკასი-ლეოპარდსი, პუმასი-ვესტერნ პროვანსი, ბლუ ბულზი-ლაიონზი, ნატალ შარქსი-ჩიტაზი