საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მეტოქეს ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
ევროპის ერთა თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქეს, პორტუგალიის ეროვნულ გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს. პროფესორ ტომაშ მორაეშს, რომელიც გუნდს რვა წლის განმავლობაში წვრთნიდა და "ლობუშები" პირველად გაიყვანა მსოფლიო თასზე, ახალზელანდიელი, ამ ქვეყნის მაორების ნაკრების ყოფილი კაპიტანი ეროლ ბრეინი გაწვრთნის.

ბრეინი მანუკაუში დაიბადა და რაგბისაც იქ თამაშობდა. ბოლო შვიდი წელი კი იაპონიაში ერთ-ერთი კლუბის მწვერთნელი იყო.
"ძალიან მიხარია, რომ საერთაშორისო არენაზე მუშაობის საშუალება მეძლევა. პორტუგალიის ნაკრების გაწვრთნა ჩემთვის სერიოზული გამოწვევაა. ეს გუნდი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 22-ე ადგილზეა. პორტუგალიის რაგბის კავშირმა მიზნად დამისახა
რეიტინგში მე-16 პოზიციაზე გადასვლა და 2015 წლის მსოფლიო თასის საგზურის მოპოვება." - თქვა ეროლ ბრეინმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ გუნდს 2011 წლის ერთა თასის გათამაშებაში ლისაბონში 26 თებერვალს დაუპირისპირდება.

მანამდე კი "ლობუშები" 13 ნოემბერს აშშ-ის ნაკრებს უმასპინძლებენ.


2011 წლის ერთა თასი

5 თებერვალი
უკრაინა-საქართველო

12 თებერვალი
საქართველო-ესპანეთი

26 თებერვალი
პორტუგალია-საქართველო

12 მარტი
საქართველო-რუმინეთი

19 მარტი
რუსეთი-საქართველო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული