მორაგბეთა მსოფლიო თასზე მატჩების დაწყების დრო დადგინდა

AutoSharing Option
2011 წლის მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტმა მატჩების დაწყების დრო დაადგინა. ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასის უდიდესი ფორუმი 9 სექტემბერს ოკლენდში, "ედენ პარკზე" "ოლ ბლექსისა" და ტონგას ნაკრებების მატჩით გაიხსნება. გახსნის ცერემონიალი თბილისის დროით დილის 11 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. პირველი მატჩი კი ერთი საათის შემდეგ გაიმართება.
"ბორჯღალოსნები" პირველ შეხვედრას 14 სექტემბერს დანიდინში, "ქარისბრუკზე" შოტლანდიის ნაკრებთან გამართავენ. მატჩი ჩვენი დროით 11 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე "ნარშავებზე" უფრო მრისხანე, ინგლისის ნაკრები იქნება, რომელსაც "ბორჯღალოსნები" 18 სექტემბერს ქრაისთჩერჩში,
"ქრაისთჩერჩ სთედიუმზე" დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 10 საათზე დაიწყება.

ჯგუფური ტურნირის მესამე და მეოთხე შეხევდრებს ჩვენი მორაგბეები პალმერსთონში, "არენა მანავატუზე" გამართავენ. 28 სექტემბერს მეტოქე რეპეშაჟში, ურუგვაისა და რუმინეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებული იქნება. ამ თამაშს ტელევიზიით ქართველი ქომაგები თბილისის დროით 10 საათსა და 30 წუთზე ნახავენ.

ოთხ დღის შემდეგ კი, 2 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები აქვე არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრა დილაადრიან, 4 საათზე დაიწყება.


მსოფლიო თასი

14 სექტემბერი
საქართველო-შოტლანდია (დანიდიდნი, 11.30)

18 სექტემბერი
საქართველო-ინგლისი (ქრაისთჩერჩი, 10.00)

28 სექტემბერი
საქართველო-რეპეშაჟი (პალმერსთონი, 10.30)

2 ოქტომბერი
საქართველო-არგეტინა (პალმერსთონი, 04.00)
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღირსება და ბოლომდე ბრძოლა
rejisori85
15:59 23-09-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული