ტური ლიდერების, "საუთლენდისა" და "ოკლენდის" მატჩით გაიხსნა. თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა. მასპინძელმა "სამხრეთელებმა" მეტოქეზე ერთით მეტი საჯარიმოს გატანა შეძლეს და 9:6 მოიგეს. სამჯერ ოკლენდელთა ძელებს შორის ბურთი საჯარიმოდან მგეზავმა რობი რობინსონმა გაატარა.
უაღრესად საინტერესო გამოდგა ლიდერთა ჯგუფის კიდევ ორი წარმომადგენლის, "ქენთერბერისა" და "ველინგტონის" დაპირისპირება ქრაისთჩერჩში. ქენთერბერელებმა საკუთარი მოედნის ფაქტორი შესანიშნავად გამოიყენეს და პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი კონკურენტი 37:30 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა ოთხ-ოთხი ლელო
მოულოდნელად ერთ-ერთ აუტსაიდერთან "ჰოუქს ბეისთან" დამარცხდა მეოთხეადგილოსანი "ტარანაკი" - 24:34. მეტოქეებმა ამ მატჩშიც ოთხ-ოთხი ლელო გაიტანეს, თუმცა კარში დარტყმები უკეთესად მასპინძელთა გარემარბ რიჩარდ ბუკმენს გამოსდიოდა. მან ოთხიდან სამი ლელო გარდასახა და ორი საჯარიმოც გაიტანა. სტუმართა მგეზავ ვილიამ რიპიას ანგარიშზე კი თითო საჯარიმო და გარდასახვაა.
IX ტური
საუთლენდი-ოკლენდი 9:6, ბეი ოფ პლენტი-ოტაგო 40:30, ქენთერბერი-ველინგტონი 37:30, ჰოუქს ბეი-ტარანაკი 32:24, ვაიკატო-ტასმანი 33:15, მანუკაუ-ნორთლენდი 40:24, ნორთ ჰარბორი-მანავატუ 44:30.
სატურნირო მდგომარეობა
1. საუთლენდი - 34 ქულა, 2. ქენთერბერი - 31, 3. ოკლენდი - 28, 4. ტარანაკი - 28, 5. ველინგტონი - 27, 6. ვაიკატო - 26, 7. ბეი ოფ პლენტი - 26, 8. მანუკაუ - 25, 9. ნორთლენდი - 21, 10. ნორთ ჰარბორი - 18, 11. ჰოუქს ბეი - 16, 12. ტასმანი - 11, 13. ოტაგო - 10, 14. მანავატუ - 8.
X ტური
ველინგტონი-ბეი ოფ პლენტი, ოქლენდი-ჰოუქს ბეი, ნორთლენდი-ვაიკატო, ტარანაკი-საუთლენდი, ოტაგო-ქენთერბერი, მანუკაუ-ნორთ ჰარბორი, მანავატუ-ტასმანი.