რობი დინსმა, ქუადე კუპერი მზად არ არისო

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ მატჩამდე სამი დღეა დარჩენილი, ავსტრალიის ნაკრების თავკაცმა რობი დინსმა გუნდის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც სიდნეიში ოთხი ერის გათამაშების პირველ ტურში ახალი ზელანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

"ვოლაბების" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადში არ შეიყვანა გუნდის ლიდერი, მგეზავი ქუადე კუპერი. მის ნაცვლად ამ პოზიციაზე ითამაშებს ბერიკ ბარნსი, თადარიგში კი დრიუ მიტჩელი გაამწესა.

"ბერიკ ბარნსმა ივნისის ტესტებისას შესანიშნავად ითამაშა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კუპერს ხაზი გადავუსვით.

დარწმუნებული ვარ, ის ისევ შეძლებს გუნდის ძირითადში ადგილის დაკავებას, მაგრამ ახლა, როცა ტრავმა ეს-ესაა მოიშუშა და "რედსის"
შემადგენლობაში სულ ხუთი მატჩი ითამაშა, ქუადე ფორმაში ჯერ კიდევ არ არის"
- თქვა ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობი დინსმა.

"ვოლაბების" შემადგენლობაში შერკინების შემკვრელის (#8) ადგილს სკოტ ჰიგინბოთამი დაიკავებს. ფლანკერი კი გუნდის კაპიტანი დევიდ პოკოქი იქნება. რობი დინსმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ პოკოქი მსოფლიოს საუკეთესო ფლანკერია. ამიტომ რაგბის ქომაგებიც და სპორტული მედიაც მოუთმენლად ელის მისი და ახალზელანდიელთა კერპის, რიჩი მაქოას დაპირისპირებას.

"მზად ვარ პოკოქთან საბრძოლველად. ის დიდი მორაგბეა, თუმცა თამაში დინამიკური პროცესია, რომელშიც შეცდომისგან დაზღვეული არავინაა. ცხადია, იოლი რკენა არ იქნება, მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ მეტოქის ყველა ძლიერი მხარე გავაუვნებელყოთ, მათ შორის, პოკოქიც"- თქვა "ოლ ბლექსის" კაპიტანმა რიჩი მაქოამ.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებს შორის დაპირისპირებაში ტრადიციულად გათამაშდება "ბლედისლოუს თასი".

ავსტრალია
15. ქართლი ბეილი (მელბურნ რებლზი), 14. ადამ ეშლი-კუპერი, 13. რობ ჰორნი (ორივე-ვორათაზი), 12. ენტონი ფაინგაა, 11. დიგბი იოანი (რედსი), 10. ბერიკ ბარნსი (ვორათაზი), 9. ვილი გენია (რედსი). 1. ბენ რობინსონი, 2. ტატაფუ პოლოტა ნაუ, 3. სეკოპე კეპუ, 4. სიტალეკი (ოთხივე-ვორათაზი), 5. ნათან შარფი (ფორსი), 6. დეივ დინსი (ვორათაზი), 7. დევიდ პოკოქი (ფორსი), 8. სკოტ ჰიგინბოთამი (რედსი).
16. სტივენ მური (ბრამბიზი), 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. რობ საიმონსი, 19. რადიკე სამო (სამივე-რედსი), 20. მაიკლ ჰუპერი (ბრამბიზი), 21. ნიკ ფიპსი (მელბურნ რებლზი), 22. დრიუ მიტჩელი (ვორათაზი).

ოთხი ერი
18 აგვისტო
ავსტრალია-ახალი ზელანდია

25 აგვისტო
ახალი ზელანდია-ავსტრალია

8 სექტემბერი
ავსტრალია-სამხრეთ აფრიკა

15 სექტემბერი
ავსტრალია-არგენტინა

29 სექტემბერი
სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია

6 ოქტომბერი
არგენტინა-ავსტრალია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული