"ვოლაბების" ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე 34 წლის ვან ჰემფრიზია, თუმცა მისი გამოცდილება სულაც არ არის იმის გარანტია, რომ იმ 36-კაციან სიაში მოხვდება, რომელიც ნოემბერში ევროპაში გაემგზავრება.
"ეს რეალობაა. მათგან, ვინც ამჟამად საწვრთნელ შეკრებაზეა, ნოემბრის ტესტებზე ყველა ვერ ითამაშებს. თუმცა
ივნისის ტესტებისას ტრავმების გამო ბევრი მოთამაშე გვაკლდა. ეს დიდი პრობლემა იყო, ამჯერად სხვა ვითარებაა და ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, გუნდის შესაძლებლობები მაქსიმალურად რომ ვაჩვენოთ" - თქვა რობი დინსმა.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტებისას ავსტრალიის ნაკრები შვიდ შეხვედრას გამართავს. ტურნე 30 ოქტომბერს ჰონკონგში ახალი ზელანდიის ნაკრებთან მატჩით გაიხსნება.
ავსტრალიის ნაკრები: ბენ ალექსანდერი, ადამ ეშლი-კუპერი, ბერიკ ბარნსი, ქართლი ბეილი, რიჩარდ ბრაუნი, ლუკ ბარჯესი, ნათან ჩარლზი, მიტჩელ ჩეპმენი, ქუადე კუპერი, ბენ დელეი, როდ დევისი, დეივ დენისი, კენი დუგლასი, ჰაია ედმონდსი, როკი ელსომი, ანტონი ფაინგაა, საია ფაინგაა, ვილი გენია, მეთ გიტო, სკოტ ჰიგინბოთამი, მეთ ჰოჯსონი, პიტერ ნიესი, ვან ჰემფრიზი, ბრეკინ კარაურია-ჰენრი, სეკოპე კეპუ, რიჩარდ კინგი, სალესი მააფუ, პეტ მაკკაბე, ბენ მაკკალმენი, დრიუ მიტჩელი, სტივენ მური, დენ მამი, ჯეიმზ ოკონორი, პეტ ოკონორი, დევიდ პოკოქი, ბენ რობინსონი, ნათან შარფი, რობ საიმონსი, ჯეიმზ სლიპერი, მეთ ტოომუა.
ნოემბრის ტესტები
30 ოქტომბერი
ავსტრალია-ახალი ზელანდია
6 ნოემბერი
უელსი-ავსტრალია
9 ნოემბერი
ლესტერ ტაიგერზი - ავსტრალია
13 ნოემბერი
ინგლისი-ავსტრალია
16 ნოემბერი
მანსტერი-ავსტრალია
20 ნოემბერი
იტალია-ავსტრალია
27 ნოემბერი
საფრანგეთი-ავსტრალია
ჯონსონის გადაწყვეტილბამ ბორტვიკი გაახელა
ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასის B ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა ორიოდ თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვალა. შეგახსენებთ, რომ "პომების" თავკაცმა ნაკრების კაპიტანი სტივენ ბორტვიკი 32-კაციან განაცხადში არ შეიყვანა და ის ინგლისის A ნაკრებს დაუთმო.
ჯონსონმა ბორტვიკს დეივ ატვუდი, კორტნი ლოუ, ტომ პალმერი და საიმონ შოუ არჩია. "პომების" კაპიტანის სამკლავური კი ლუის მუდის ჩააბარა. ყოველივე ამის შემდეგ ბორტვიკმა დაიქადნა, რომ ყველაფერს იღონებდა, რათა ჯონსონის გადაწყვეტილების უმართებულობა დაემტკიცებინა.
" ეს ყველაზე უხერხული სატელეფონო საუბარი იყო, რომელიც როდესმე მქონია. გუნდის შემადგენლობას ვერაფრით დავასახელებდი, ჯერ სტივენთან რომ არ მელაპარაკა. მას ყველაფერი დეტალურად ავუხსენი, მან კი მითხრა, დავამტკიცებ, რომ ცდებიო.
ძალიან კარგია, ბორტვკი საბრძოლველად რომაა განწყობილი, მაგრამ მისი კონკურენტების თამაშს, მათ პროგრესს რომ ვხედავ, ვრწმუნდები-სწორი გადაწყვეტილება მივიღე" - თქვა მარტინ ჯონსონმა.
მართალია თუ არა ჯონსონი, ნოემბერში გამოჩნდება, როცა "პომები" მსოფლიოს სამ უძლირეს გუნდს, ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს უმასპინძლებენ. მეოთხე შეხვედრას კი ინგლისელები სამოას ეროვნულ გუნდთან გამართავენ.
ბოკეს დანაკლისი იზრდება
სამხრეთ აფრიკის ნაკრების პირვეხალზელმა ხუთრო სტენკამპმა ქარის თასის გათამაშების მორიგი ტურის მატჩში ხელი მოიტეხა. მისთვის წლევანდელი სეზონი ამით დასრულდა. სტენკამპი "ბოკეს" ნეომბრის ტესტებზე ვერ დაეხმარება.
ხუთრო მეორე პირველხაზელია, ვინც პიტერ დე ფილიერსის სამწყსოს ტრავმის გამო დააკლდება. ორიოდ კვირის წინ დაშავდა "ბოკეს" კაპიტანი ჯონ სმიტიც, რომელიც გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ერთი სიტყვით, დე ფილიერსს პრობლემები არ ელევა.