დიდ ინტერესს იწვევდა ორი ლიდერის, "ვესტერნ პროვანსისა" და "ნატალ შარქსის" დაპირისპირება კეიპთაუნში. დასავლელებს აუცილებლად უნდა მოეგოთ, მეორე ადგილი რომ დაეკავებინათ და ნახევარფინალში ისევ "ნატალ შარქსს" არ შეხვედროდნენ. მასპინძლებს უმოტივაციო "ზვიგენების" დამარცხება დიდად არ გასჭირვებიათ - 33:21.
კვლავ ასპროცენტიანი
ამ გუნდების მეტოქეები დარჩენილ ორ შეხვედრას უნდა გაერკვია. ბლუმფონტეინის "ჩიტაზმა" სტუმრად აუტსაიდერი "ლეოპარდსი" გაანადგურა - 78:7 და მესამე ადგილი შეინარჩუნა. ჩიტაზელებმა 12 ლელო გაიტანეს, აქედან ორ-ორი ფილ სნიმანის, იოზეფ დანიერის და კორნი იუისის ანგარიშზეა. ამრიგად, "ჩიტაზის" მეტოქე ნხევარფინალში "ვესტერნ პროვანსი" იქნება.
მეორე ნახევარფინალში კი შარშანდელი ფინალისტები დაწყვილდნენ. ჩემპიონი "ბლუ ბულზი" პირველადგილოსან "ნატალ შარქსს" დაუპირისპირდება. პრეტორიელებმა სტუმრად "გრიკასს" მოუგეს - 48:36. გუნდებმა 12 ლელო გაიტანეს, აქედან შვიდი "ლურჯი ხარების" ანგარიშზეა.
XIV ტური
ლეოპარდსი-ჩიტაზი 7:78, ლაიონზი-პუმასი 27:34, გრიკასი-ბლუ ბულზი 36:48, ვეტერნ პროვანსი-ნატალ შარქსი 33:21
საბოლოო მდგომარეობა
1. ნატალ შარქსი - 52 ქულა, 2. ვესტერნ პროვანსი - 48, 3. ჩიტაზი - 47, 4. ბლუ ბულზი - 47, 5. ლაიონზი - 39, 6. გრიკასი - 37, 7. პუმასი - 23, 8. ლეოპარდსი - 5
პლეი ოფი
16 ოქტომბერი
ნატალ შარქსი-ბლუ ბულზი, ვესტერნ პროვანსი-ჩიტაზი
ფინალი. 30 ოქტომბერი