ლიდერების დღეობა ITM -ის თასზე

AutoSharing Option
ITM -ის თასის გათამაშების მე-11 ტურში ლიდერთა ჯგუფის ყველა წარმომადგენელმა მოიგო. განსაკუთრებულ ინტერსს კი ლიდერ "ქენთერბერის" დაპირისპირება იწვევდა სტუმრად მეხუთეადგილოსან "საუთლენდთან". ქენთერბერელებმა მეტოქეზე ერთით მეტი ლელო და საჯარიმო გაიტანეს, 26:16 მოიგეს და კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეში არიან.

მეორეადგილოსან "ტარანაკის" აუტსაიდერი "მანავატუს" შინ დამარცხება დიდად არ გასჭირვებია - 30:15. ტარანაკელებმა სტუმრებს ოთხი ლელო გაუტანეს და ერთი საპრემიო ქულაც მიიღეს. გამოირჩა მასპინძელთა გარემარბი ანდრე ტეილორი - მან თითო ლელო, საჯარიმო და გარდასახვა გაიტანა (10 ქულა).

ტური მესამეადგილოსანი "ვაიკატოს" გამარჯვებით დაიწყო. ვაიკატოელებმა შინ აუტსაიდერ
"ოტაგოს" მოუგეს იოლად - 41:15. მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი მგეზავი სტივენ დონალდი იყო, რომელმაც ორი ლელო, ხუთი გარდასახვა და ორი საჯარიმო გაიტანა (26 ქულა).

პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლ "მანუკაუს" სტუმრად მოუგო მეოთხეადგილოსანმა "ოკლენდმა" - 37:13. ოკლენდელებმა ხუთი ლელო გაიტანეს, აქედან ორ-ორი გარემარბ ჯო როკოთოკოსა და მესამეხაზელ დენიელ ბრეიდის ანგარიშზეა. მასპინძლებს კი ყველა, ცამეტივე ქულა მგეზავმა დენ კამინსმა მოუტანა (ერთი ლელო, ერთი გარდასახვა და ორი საჯარიმო).

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად "ნორთ ჰარბორთან" გათამაშების ერთ-ერთმა ფავორიტმა "ველინგტონმა" - 52:23. სტუმრებმა შვიდი ლელო გაიტანეს, აქედან ორი გარემარბ ალაპატი ლეიუას ანგარიშზეა. მგეზავმა პირი ვიპუმ კი გუნდს 17 ქულა მოუტანა (ოთხი გარდასახვა და სამი საჯარიმო).

"ველინგტონს" ახლა 33 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა. ველინგტონელები მეოთხეადგილოსან "ოკლენდს" ორი ქულით ჩამორჩებიან და, ცხადია, პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ.

XI ტური
ჰოუქს ბეი-ნორთლენდი 25:13, ვაიკატო-ოტაგო 41:15, ტარანაკი-მანავატუ 30:16, მანუკაუ-ოკლენდი 13:37, საუთლენდი-ქენთერბერი 16:26, ნორთ ჰარბორი-ველინგტონი 23:52, ტასმანი-ბეი ოფ პლენტი 41:39.

სატურნირო მდგომარეობა
1. ქენთერბერი - 40 ქულა, 2. ტარანაკი - 37, 3. ვაიკატო - 36, 4. ოკლენდი - 35, 5. საუთლენდი - 34, 6. ველინგტონი - 33, 7. ბეი ოფ პლენტი - 32, 8. მანუკაუ - 29, 9. ჰოუქს ბეი - 23, 10. ნორთლენდი - 22, 11. ნორთ ჰარბორი - 19, 12. ტასმანი - 15, 13. მანავატუ - 12, 14. ოტაგო - 10.

XII ტური
მანავატუ-ვაიკატო, ტასმანი-ნორთლენდი, ქენთერბერი-მანუკაუ, ველინგტონი-ტარანაკი, ბეი ოფ პლენტი-საუთლენდი, ჰოუქს ბეი-ნორთ ჰარბორი, ოკლენდი-ოტაგო.


რაგბი. ამერიკის თასი
კანადა და აშშ ნოემბრის ტესტების წინ

არგენტინის ქალაქ კორდობაში დასრულდა ამერიკის თასის გათამაშება, რომელშიც ოთხი ქვეყნის, არგენტინის A, ტონგას A, აშშ-ის და კანადის ნაკრებები ასპარეზობდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეები ნოემბრის ტესტებზე, კანადისა და აშშ-ის ნაკრებები, მთლიანად შინაურ ჩემპიონატში მოასპარეზე მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული.

ნახევარფინალში არგენტინის A ნაკრებმა კანადისას 49:14 მოუგო. ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების გუნდმა ტონგას A ნაკრებს სძლია - 20:15.

ფინალში არგენტინელებმა ამერიკელებსაც კუდით ქვა ასროლინეს და საკმაოდ იოლად - 45:12 დაამარცხეს. მესამე ადგილსითვის მატჩში კი კანადამ ტონგას A ნაკრებს 32:16 მოუგო.

კანადის ნაკრები
15. შეინ ფერგიუსონი, 14. ნიკ ბლევინსი, 13. ტაილერ ვიში, 12. რაიან სმითი, 11. რაიან ტომლინსონი, 10. კონორ ბრეიდი, 9. შეინ ვაითი 1. ფრენკ ველში, 2. მაიკ პლეტჩი, 3. ჯეისონ მარშალი, 4. ბრაიან ერიკსენი, 5. ბრეტ ბიკემბუმი, 6. ჯებ სინკლერი, 7. კევინ პერფრი, 8. მარკ მაკსვინი.
16. ჰუბერ ბაიდენსი, 17. პიტ რიორდანი 18. ჯონ ფილანი, 19. ჯერემი კინი, 20. ჯიმი მაკკენზი, 21. ერიკ ვილსონი, 22. მიტჩ გაჯოენი.







მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული